მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7252.5
-0.0063
flag
AZN 1.5838
-0.0003
flag
CNY 39.384
-0.0092
flag
EUR 3.1481
-0.0146
flag
GBP 3.6314
-0.0195
flag
KZT 58.74
-0.0009
flag
TRY 0.0598
0
flag
USD 2.6925
-0.0005

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსის „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის” გამარჯვებულმა კიდევ ორმა აქსელერატორმა აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსის „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის” გამარჯვებულმა კიდევ ორმა აქსელერატორმა 500 Global და Founder Institute 2080 Ventures-თან ერთად აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა სრულად დაფინანსებულია ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ და ის ადგილობრივი და რეგიონული სტარტაპების მხარდაჭერის კიდევ ერთი მექანიზმია, რომელიც განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ ინოვაციურ სტარტაპებს გლობალურ ბაზარზე გასვლაში, ინვესტიციების მოზიდვასა და განვითარებაში ეხმარება.

პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული საერთაშორისო აქსელერატორები - Plug and Play, Startupbootcamp, 500 Global და Founder Institute 2080 Ventures-თან ერთად - განახორციელებენ ერთწლიან აქსელერაციის პროგრამას.

ამჟამად მიმდინარეობს აქსელერაციის პროგრამის დანარჩენი ორი გამარჯვებული აქსელერატორის Startupbootcamp- ისა და Plug and Play- ის აქსელერაციის მეორე ფაზა - MVP, რაც მოიცავს ოთხთვიან პროცესს. თითოეული აქსელერატორის პროგრამაში მონაწილეობს 20-20 სტარტაპი.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა" 2026 წლის იანვრიდან დაიწყო. პროგრამის მიზანია საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, ინოვაციური და ტექნოლოგიური ბიზნეს იდეების განვითარება, მათი საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდა და გლობალურ ბაზარზე გასვლის ხელშეწყობა.

500 Global-ზე განაცხადის გასაკეთებლად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს:  

https://shorturl.at/wr4J5

Founder Institute 2080 Ventures-თან ერთობლივ პროგრამაზე განაცხადის გასაკეთებლად ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/BJxSn

news banner news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოში იმპორტირებული მარწყვის 99%-ი თურქეთზე მოდის

29.04.2026.15:00

2026 წლის პირველ კვარტალში საქართველომ 727.4 ათასი დოლარის ღირებულების მარწყვის იმპორტი განახორციელა. საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ პირველ კვარტალში მარწყვის იმპორტი შემცირებულია.

იანვარ-მარტში ქვეყანაში 504.4 ტონა მარწყვის იმპორტი განხორციელდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 645.9 ტონის. შესაბამისად მიმდინარე წელს მარწყვის იმპორტი 22%-ით არის შემცირებული.

ქვეყანაში იმპორტირებული მარწყვის დიდი წილი ქვეყანაში თურქეთიდან შემოვიდა.

ქვეყნები, საიდანაც საქართველომ მარწყვის იმპორტი განახორციელა:

• თურქეთი - 501.7 ტონა;
• პოლონეთი - 2.7 ტონა;

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა