მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7222.7
-0.0012
flag
AZN 1.5665
-0.0007
flag
CNY 39.243
-0.0124
flag
EUR 3.0683
-0.0329
flag
GBP 3.5518
-0.0382
flag
KZT 54.79
0.0006
flag
TRY 0.0578
0
flag
USD 2.6625
-0.0013
news banner

ვაპირებთ, პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებს სოციალური ბარათებით 10% დავუკლოთ ყველა პროდუქტზე - მარკეტების ქსელ „გვირილას“ განცხადება

news image
mbc image

„გვირილას“ დამფუძნებლის, ლაშა ჩოჩელის ინფორმაციით, სუპერმარკეტი რამდენიმე დღეში კამპანიას დაიწყებს, რომლის მიხედვითაც, პენსიონერები და სოციალურად დაუცველები ყველა პროდუქტს, თამბაქოს გარდა, ქსელში 10%-იანი ფასდაკლებით იყიდიან.

მისი განცხადებით, სოციალური ბარათის მფლობელთათვის ფასდაკლება გავრცელდება მათ შორის სააქციო პროდუქტებზეც.

„რამდენიმე დღეში სერიოზულ კამპანიას დავაანონსებთ. ვაპირებთ, რომ პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებს სოციალური ბარათებით 10% დავუკლოთ ყველა პროდუქტზე, თამბაქოს გარდა. „გვირილა“ ისედაც მიმდინარე პროცესშიც წამყვან პროდუქტებზე ძალიან დაბალი ფასით გამოირჩევა. მინუსზეც ვმუშაობთ ისეთ კატეგორიაზე, როგორიცაა: შაქარი, ზეთი და ა.შ. სოციალური ბარათის მფლობელებისთვის ყველა პროდუქტზე იქნება 10%-იანი ფასდაკლება, სააქციოზეც და არა სააქციოზეც. სააქციოს კიდევ 10% დააკლდება. ნებისმიერ პროდუქტზე შეძლებენ სოციალური ბარათით ყიდვას. „ლიბერთისთან“ ვმუშაობთ და პროგრამული ინტეგრაცია მიდის. ალბათ, 5 დღეში პროექტი ჩაეშვება. ჩვენ ეს ჯგუფი გამოვარჩიეთ, რომელსაც განსაკუთრებული შეთავაზება სჭირდება და ნაკლები აქვთ შემოსავალი. შეზღუდვა იქნება მხოლოდ ის, რომ ამ სოციალური ბარათით არ მოხდეს საბითუმო გაყიდვები და არ ისარგებლოს მებითუმე ადამიანმა. ნებისმიერი სააქციო პროდუქტი გავა ზარალში ამ პროექტის შემდეგ და ამიტომ ეს პირდაპირ მიმართული იქნება ჩვეულებრივ მომხმარებელზე. რომ დავინახავთ, რომ 20-30 ზეთი მიაქვს ერთ ადამიანს, მოლარე არ გასცემს ამას. თაროებზეც გავაკეთებთ ასეთ პროდუქტებზე მითითებას, რომ მაგალითად: სოციალური ბარათით მაქსიმუმ შეიძლება 10 ცალის შეძენა“, - განუცხადა ლაშა ჩოჩელმა „ინტერპრესნიუსს".

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა

08.06.2026.18:45

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ოლივიე კურტოს შეხვდა.

საუბარი შეეხო საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული თანამშრომლობის პროექტებს, მათ შორის, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD) პარტნიორობით, საინვესტიციო პროექტების მიმართულებით, მიმდინარე და დაგეგმილ პარტნიორობას.

მხარეებმა დაადასტურეს ორმხრივი მზადყოფნა თანამშრომლობის შემდგომი გაგრძელებისთვის.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ეკონომიკური სამსახურის უფროსი ჰუგო დებრუა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი ფანი დელპი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა