მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7274.7
-0.0009
flag
AZN 1.5761
-0.0008
flag
CNY 39.367
-0.0133
flag
EUR 3.1201
-0.0173
flag
GBP 3.5838
-0.0377
flag
KZT 57.08
0.0053
flag
TRY 0.0588
-0.0002
flag
USD 2.6789
-0.0013
news banner

მებაჟე ოფიცრებმა სგპ ყაზბეგში არადეკლარირებული სიგარეტისა და თანხის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

news image

საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,ყაზბეგი" კანონდარღვევის 2 ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ - საერთო ჯამში 620 კოლოფი სიგარეტი და 6 მილიონი რუსული რუბლი აღმოაჩინეს.

არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით - 215 910 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად, კანონდამრღვევ ერთ მოქალაქეს სანქციის სახით, ჩამოერთვა არადეკლარირებული საქონელი, ხოლო ერთი მოქალაქის მიმართ საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მუზეუმების საერთაშორისო დღეს სებ-ის ფულის მუზეუმში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის კერძო და კორპორაციული ფულის ნიშნების გამოფენა გაიხსნება

15.05.2026.16:29

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში გამოფენა, სახელწოდებით „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის კერძო და კორპორაციული ფულის ნიშნები" მოეწყობა.

გამოფენა მუზეუმების საერთაშორისო დღეს - 18 მაისს გაიხსნება და 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

გამოფენის ფარგლებში მუზეუმში მისული დამთვალიერებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში (1918-1921) სხვადასხვა კერძო ორგანიზაციების მიერ გამოშვებულ კორპორატიულ ფულის ნიშნებსა და ანგარიშსწორების საშუალებებს გაეცნობა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი დაარსდა თბილისში 2001 წელს, 2012 წელს კი ქალაქ ყვარელში, ქართული საბანკო საქმის ფუძემდებლის, ილია ჭავჭავაძის სამშობლოში იქნა გადატანილი.

ფულის მუზეუმი გამორჩეულია იმით, რომ აქ გამოფენილია საქართველოში ოცდაექვსი საუკუნის განმავლობაში მოჭრილი და მიმოქცეული ფულის ნიშნები, მათ შორის კოლხური თეთრი, ქართველ მეფე-მთავართა მიერ მოჭრილი, ასევე ბიზანტიური, არაბული, ირანული, ოსმალური, ევროპული და სხვა უცხოური ფულის ნიშნები. მუზეუმის ექსპოზიციაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის პერიოდში ქართულ ბონებს და, ასევე, ქართული ეროვნული ვალუტის - ლარის დამზადების და მიმოქცევის ისტორიას, წარმოდგენილია ლარის ესკიზები, ნიმუშები და ბეჭდვის მასალები. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ქართული ფულის 26 საუკუნოვან ისტორიას კოლხური თეთრიდან ლარამდე და ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებულ საკოლექციო მონეტებს.

მუზეუმი ვიზიტორებს ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, 09:00 -18:00 საათამდე მასპინძლობს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა