ნათია თურნავა ინდოეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა საქართველოში ინდოეთის ახლად დანიშნულ ელჩს შრი ამიტ კუმარ მიშრას შეხვდა.
გაცნობითი შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ინდოეთს შორის არსებული ურთიერთობები და ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობა განიხილეს.
სებ-ის პრეზიდენტმა ინდოეთის ელჩს გააცნო ეროვნული ბანკის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. მათ შორის, მხარეებმა განიხილეს საგადახდო სისტემებისა და ფინანსური სერვისების მიმართულებებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ინდოეთის ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობის სხვა სფეროებში გააქტიურებას. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება. ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული მემორანდუმი კიდევ უფრო გააძლიერებს ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობას.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტები ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე, სებ-ის საგადახადო სისტემების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნატალია ჭყოიძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ედილაშვილი.
სხვა სიახლეები
ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკ Nomura-ს მმართველ და აღმასრულებელ დირექტორებს შეხვდა
05.06.2026.17:19
გაერთიანებულ სამეფოში, ქ. ლონდონში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა საინვესტიციო ბანკ Nomura-ს მმართველ დირექტორებს - დაისუკე მიაზაკისა და მორვენ ჯოუნს, ასევე აღმასრულებელ დირექტორებს - ანვაი ბორვანკარსდა საორი ტანაკას.
ყურადღება გამახვილდა ფასიანი ქაღალდების ბაზრის შემდგომი განვითარებისა და საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესების მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, ხაზი გაესვა ამ მიმართულებით აზიური კაპიტალის ბაზრის ათვისების შესაძლებლობებს.
ფინანსთა მინისტრმა საინვესტიციო ბანკ Nomura-ს მმართველ და აღმასრულებელ დირექტორებს გააცნო ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები და საშუალოვადიანი პროგნოზები.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ილია დარჩიაშვილი.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.