პროდუქტების გაიაფებასთან დაკავშირებით დავიწყეთ თანამშრომლობა მომწოდებლებთან და ამ თანამშრომლობის საფუძველზე 7 მაისიდან უკვე დავიწყეთ აქცია, რომელიც ყოველკვირეულად განახლდება - „ნიკორას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი
„ნიკორას“ სუპერმარკეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომხმარებლის საჭიროებებზე ზრუნვა. შევიმუშავეთ პროდუქტების სია, რომელიც მათ ყოველდღიურ გამოყენებაში აქვთ, - განაცხადა „ნიკორას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა სალომე ჭელიძემ.
მისივე თქმით, ეს აქციები მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, რომ ყოველდღიური პროდუქტები კიდევ უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეიძინონ და საყიდლები კიდევ უფრო მომგებიანი გახადონ.
„ამ პროდუქტების გაიაფებასთან და ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით დავიწყეთ თანამშრომლობა ჩვენს მომწოდებლებთან და ამ თანამშრომლობის საფუძველზე 7 მაისიდან უკვე დავიწყეთ აქცია, რომელიც ყოველკვირეულად განახლდება.
ეს აქციები მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, რომ ყოველდღიური პროდუქტები კიდევ უფრო ხელმისაწვდომ ფასად შეიძინონ და საყიდლები კიდევ უფრო მომგებიანი გახადონ.
აქციების შესახებ ინფორმაცია ჩვენს სოციალურ ქსელებში დაანონსდება, თუმცა იმისთვის, რომ მომხმარებელმა დახლებზეც მარტივად შეძლოს ამ პროდუქტების ამოცნობა, შევიმუშავეთ სპეციალური ფასმაჩვენებლების დიზაინი, რაც საშუალებას მისცემს მომხმარებლებს, რომ მარტივად იპოვონ პროდუქცია ჩვენს ფილიალებში“, - აღნიშნა სალომე ჭელიძემ.
ქსელურ მარკეტებში, ფასდაკლებული პროდუქტების „სასურსათო კალათის“ კუთხეები გაკეთდა - მომხმარებელს ფასდაკლებით 15 სახის პროდუქტის შეძენა შეუძლია.
სხვა სიახლეები
14-დან 27 მაისის ჩათვლით დაგეგმილი სამუშაოების გამო სენაკი-ფოთი-სარფის გზის 72-ე და 89-ე კმ-ებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
13.05.2026.15:00
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2026 წლის 14 მაისის 02:00 სთ-დან, 27 მაისის ჩათვლით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე, არსებული სახიდე გადასასვლელის სადეფორმაციო ნაკერების აღდგენის სამუშაოების წარმოებისთვის, საჭიროა აღნიშნული გზის 72-ე და 89-ე კმ-ებზესაავტომობილო გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვა და დროებით შემოსავლელ გზაზე გადართვა.
„დროის აღნიშნულ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 72-ე კმ-ზე ქობულეთის სატრანსპორტო კვანძის, 89-ე კმ-ზე ჩაქვის სატრანსპორტო კვანძისა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გრიგოლეთი-შეკვეთილი-ქობულეთი-ჩაქვი-მახინჯაურის (გვირაბის შემოსავლელი) საავტომობილო გზის გამოყენებით. ასევე, საავტომობილო გზის აღნიშნული მონაკვეთის ჩაკეტვის პერიოდში განხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)სარფის საავტომობილო გზის 76-ე კმ-ზე ხუცუბანის და 78-ე კმ-ზე კვირიკეს სატრანსპორტო კვანძების ჩაკეტვა.
საგზაო მოძრაობა განხორციელდება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებული დროებითი საგზაო მოძროაბის სქემის შესაბამისად“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.