მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7274.7
-0.0009
flag
AZN 1.5761
-0.0008
flag
CNY 39.367
-0.0133
flag
EUR 3.1201
-0.0173
flag
GBP 3.5838
-0.0377
flag
KZT 57.08
0.0053
flag
TRY 0.0588
-0.0002
flag
USD 2.6789
-0.0013
news banner

PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა

news image

საქართველომ ისტორიულ წარმატებას მიაღწია გლობალური შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სცენაზე - PSP-ს მარკეტინგის დირექტორი, ანო გოგიჩაძე, The One Show-ის მიერ წლის შემოქმედებით მარკეტერად დასახელდა და CMO Pencil-ის მფლობელი გახდა.

ეს უმნიშვნელოვანესი ჯილდო გადაეცა PSP-ს კამპანიისთვის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“, რომელიც სააგენტო Playmakers-თან თანამშრომლობით შეიქმნა და საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულ კამპანიად იქცა.

CMO Pencil - წლის შემოქმედებითი მარკეტერის სპეციალური ჯილდო, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან იგი გადაეცემა ბრენდის მარკეტინგული მიმართულების ხელმძღვანელს, რომელმაც წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე კრეატიული და გაბედული იდეის განხორციელებას შეუწყო ხელი.

ჯილდო არა მხოლოდ PSP-ს, არამედ ქვეყნის შემოქმედებითი პოტენციალის საერთაშორისო აღიარებაცაა, რამდენადაც ეს მიღწევა საქართველოს, მსოფლიოს კრეატიული ინდუსტრიის რუკაზე კიდევ ერთხელ უმკვიდრებს საპატიო ადგილს. გასულ წლებში ამ ჯილდოს მფლობელები გახდნენ ისეთი ბრენდები, როგორიცაა: „გუგლი“, „მასტერქარდი“, „მაიკროსოფტი“, „ნიუ იორკ თაიმსი“ და სხვა. 2026 წელს კი ჯილდო საქართველოში PSP-ს მოაქვს.

The One Club for Creativity-ის მიერ ორგანიზებული ფესტივალი, The One Show, უკვე 50 წელზე მეტია, ნიუ-იორკში ყოველწლიურად იმართება და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან შემოქმედებით ღონისძიებად ითვლება. ფესტივალი აერთიანებს შემოქმედებითი ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს, სააგენტოებს, ბრენდებს და წარმოადგენს სივრცეს, სადაც აღინიშნება წლის ყველაზე გამორჩეული იდეები და ინოვაციური მიდგომები.

„ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ საერთაშორისო ყურადღების ცენტრში თავისი ემოციური და ადამიანური მნიშვნელობით მოექცა. ის ფაქტი, რომ ამ კამპანიამ ამხელა საერთაშორისო გამოხმაურება მოიპოვა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გულწრფელი და ფასეულობებით კომუნიკაცია ბრენდებისთვის მნიშვნელოვანია და აძლიერებს მათ ადამიანურს ხმას. ამ შედეგის მიღწევა კი შეუძლებელი იქნებოდა PSP-ს მარკეტინგის გუნდისა და სააგენტო Playmakers-ის უდიდესი ძალისხმევის გარეშე. სწორედ ერთობლივმა ხედვამ და კრეატიულმა გამბედაობამ აქცია აღნიშნული კამპანია გლობალურ ფენომენად.“ - აცხადებს ანო გოგიჩაძე.

„ჩვენი სააგენტო სამი წელია რაც არსებობს და ამ მოკლე დროში მიღწეული ეს წარმატება მტკიცებულებაა, რომ სამი წლის წინ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც უარი ვთქვით სტაბილურ კორპორაციულ კარიერაზე და შემოქმედებითი სააგენტო შევქმენით. ამ მრავალ ჯილდოში გრან-პრი იქნება ეს თუ ოქრო, მაინც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის PSP-ს და კონკრეტულად ანო გოგიჩაძის წლის მარკეტერად დასახელება. რადგან ეს არის მაგალითი ყველა ბრენდისთვის და მარკეტერისთვის, რომ გამბედაობა და შემოქმედების წინ დაყენება, ურთიერთნდობა და პარტნიორობა ყოველთვის ფასდება. ჩვენ უკვე ოფიციალურად შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ ჩვენი კლიენტი მსოფლიოში ყველაზე მაგარი კლიენტია“ - აცხადებს Playmakers-ის მმართველი პარტნიორი კოკა ქამუშაძე.

PSP-ს საკომუნიკაციო კამპანიებს „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ და „მე ვარ გოგო“ უკვე მოპოვებული აქვს არაერთი გრანპრი და მნიშვნელოვანი ჯილდო ისეთ ფესტივალებზე, როგორებიცაა ADCE, Ad Black Sea, Clio Awards, EPICA და ახლა უკვე The One Show, სადაც ამ სპეციალური ჯილდოს გარდა, კამპანიამ „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ ორი ბრინჯაო და ოთხი საპატიო აღიარება (Merit Award) დაიმსახურა. ამ წარმატებების შედეგად, The One Club-ის 2025 წლის საერთაშორისო შემოქმედებით რეიტინგში PSP მე-18, ხოლო სააგენტო Playmakers მე-2 ადგილს იკავებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ქუთაისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი 662 აბი მედიკამენტის შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

16.05.2026.11:45

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქის ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, საერთო ჯამში, 662 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება ,,პრეგაბალინის" შემცველი მედიკამენტი იქნა აღმოჩენილი.

აღნიშნულ სამართალდარღვევის ფაქტებზე გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით ახორციელებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა