მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7239.8
0.0232
flag
AZN 1.5842
-0.0003
flag
CNY 39.397
-0.0013
flag
EUR 3.1505
0.0041
flag
GBP 3.6329
-0.0005
flag
KZT 58.03
0.0004
flag
TRY 0.0598
-0.0002
flag
USD 2.6932
-0.0004

რევაზ სოხაძის განცხადებით, ანაკლია-განმუხური მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრი გახდება

news image

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ გადაცემაში ,,მოამბე რეგიონები’’ ანაკლიისა და განმუხურის სანაპირო ზოლის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ტერიტორიას აქვს პოტენციალი, ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბდეს.

მინისტრის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციები პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე და რეგიონების განვითარებაზე.

„განმუხური და ანაკლია შეიძლება გახდეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მიმზიდველი ტურისტული ადგილი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება“ -განაცხადა სოხაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მზადდება მასშტაბური პროექტი, რომელიც მოიცავს ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლის სრულ რეაბილიტაციას და თანამედროვე ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნას. პროექტის დასრულებისთანავე გამოცხადდება ტენდერი სამშენებლო სამუშაოებზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ მანამდე უკვე დაწყებულია გადაუდებელი სამუშაოები სანაპიროს დასაცავად. კერძოდ, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს ეროზირებული ნაპირის აღდგენას.

„განმუხურის სანაპიროზე ზღვა დაახლოებით 100 მეტრით არის შემოწეული, რის შედეგადაც ხმელეთის ნაწილი დაიკარგა. მიმდინარე წელს დავიწყეთ შესაბამისი სამუშაოები, რომლებიც მომავალშიც რეგულარულად გაგრძელდება სანაპირო ზოლის შესანარჩუნებლად“ - აღნიშნა მინისტრმა.

სამინისტრომ ასევე დაიწყო ფართომასშტაბიანი კვლევა შავი ზღვის სანაპირო ზოლის სუსტი წერტილების გამოსავლენად, სადაც ეროზიის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას. პროექტში ჩართული არიან საერთაშორისო ექსპერტები, კვლევის მიზანია პრობლემის გრძელვადიანი და სისტემური გადაწყვეტა.

„ჩვენი მიზანია, ერთხელ და სამუდამოდ შევიმუშაოთ ეფექტიანი მიდგომები, რომლებიც შავი ზღვის სანაპირო ზოლის დაცვას უზრუნველყოფს“ -განაცხადა მინისტრმა.

სოხაძის თქმით, აღნიშნული პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურიზმის განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას.

news banner news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image კურორტი გოდერძი - უტყისუბნის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

27.04.2026.13:56

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ103-კმ118 (კურორტი გოდერძი-უტყისუბანი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა