მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7239.8
0.0232
flag
AZN 1.5842
-0.0003
flag
CNY 39.397
-0.0013
flag
EUR 3.1505
0.0041
flag
GBP 3.6329
-0.0005
flag
KZT 58.03
0.0004
flag
TRY 0.0598
-0.0002
flag
USD 2.6932
-0.0004

საქართველოს ბანკის განცხადება ცილისმწამებლურ ინფორმაციასთან დაკავშირებით

news image

ბოლო პერიოდია, საჯარო სივრცეში, გარკვეული ჯგუფის მიერ, მიზანმიმართულად ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, თითქოს: დიდ ბრიტანეთში ან საქართველოში იწყება სისხლის სამართლის გამოძიება საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის, არჩილ გაჩეჩილაძის წინააღმდეგ. აღნიშნული მცდარი და ცილისმწამებლური განცხადებები, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით, დაკავშირებულია ბრიტანულ-ქართულ აკადემიასთან და თბილისის ბრიტანულ საერთაშორისო სკოლასთან.

საქართველოს ბანკი და მისი გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულ, თითოეულ მცდარ და ცილისმწამებლურ განცხადებას:

•⁠ ⁠სიცრუეა განცხადება ჯგუფის, ბანკის ან არჩილ გაჩეჩილაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი გამოძიების დაწყების შესახებ საქართველოში ან დიდ ბრიტანეთში. არანაირი გამოძიება ან სასამართლო დავა არ მიმდინარეობს.
•⁠ ⁠საქართველოს ბანკს ან არჩილ გაჩეჩილაძეს ამ გარიგებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მათ შორის ბანკისგან ან მისი გენერალური დირექტორისგან არ გაცემულა სესხი ან ნებისმიერი სხვა მხარდაჭერა ამ გარიგებასთან დაკავშირებით.

გვჯერა, რომ ბანკის და მისი გენერალური დირექტორის სახელი ცილისმწამებლურად გამოიყენება მხოლოდ ამ თემის არაკეთილსინდისიერად პოპულარიზაციისთვის და ამ ცრუ განცხადებების გავრცელებისას მისი ავტორები განზრახ ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

აქვე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ბანკი და Georgia Capital ორი სრულიად სხვადასხვა კომპანიაა - სხვადასხვა საქმიანობის სფეროთი, სამეთვალყურეო საბჭოთი და დირექტორატით.

news banner news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ ირაკლი (დაჩი) ბერაია დაინიშნა

25.04.2026.18:23

აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ ირაკლი (დაჩი) ბერაია დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია „ქრონიკას“ აუდიტის სამსახურში დაუდასტურეს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა