მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7223.9
-0.0048
flag
AZN 1.5672
-0.0005
flag
CNY 39.367
0.0033
flag
EUR 3.1012
0.0016
flag
GBP 3.59
0.0081
flag
KZT 54.73
-0.0019
flag
TRY 0.0578
-0.0002
flag
USD 2.6638
-0.0009
news banner

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბანაკი გაიმართება

news image
mbc image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) სრული დაფინანსებითა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) თანამშრომლობით, მიმდინარე წლის 17-22 აგვისტოს სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბანაკი გაიმართება, რომელშიც ქართველი და საერთაშორისო მენტორები, ლექტორები და ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლები ჩაერთვებიან.

AI ბანაკი საერთო ჯაში 60 სტუდენტს უმასპინძლებს, მათ შორის 40 სტუდენტი საქართველოს მასშტაბით შეირჩევა, ხოლო 20 მონაწილე საერთაშორისო სტუდენტი იქნება. აღნიშნული პროგრამა მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, გაეცნონ ხელოვნური ინტელექტის, მანქანური სწავლების, კიბერუსაფრთხოების, AI ეთიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიების პრაქტიკულ მიმართულებებს, იმუშაონ გუნდურად რეალურ გამოწვევებზე და მენტორებთან ერთად შექმნან ინოვაციური იდეები.

პროგრამა მოიცავს პრაქტიკულ ვორქშოფებს, AI და მანქანური სწავლების შეხვედრებს, ვირტუალურ სესიებს, Spatial-ის პლატფორმაზე აქტივობებს, მეწარმეობისა და პროდუქტის განვითარების მოდულებს, “ფიჩინგის” პრაქტიკულ სესიებსა და სხვადასხვა ინტერკულტურულ, სპორტულ და შემოქმედებით აქტივობას.

ბანაკის მიზანია სტუდენტებს გააცნოს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით არსებული საერთაშორისო ტენდენციები და პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობები, განუვითაროს შესაბამისი ტექნიკური, ანალიტიკური და სამეწარმეო უნარები და ჩართოს ისინი AI-ზე ორიენტირებულ ტრენინგებსა და პრაქტიკულ ვორქშოპებში. ასევე, შეიქმნას გარემო, სადაც მონაწილეები შეძლებენ საერთაშორისო გუნდების ფორმირებას და რეალური პრობლემების გადაჭრის გზებზე მუშაობას.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს სრულად დაფინანსებულ „ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბანაკს სტუდენტებისთვის“.

სარეგისტრაციო ფორმა,  რეგისტრაციის ბოლო დღე - 15.06.2026.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკ Nomura-ს მმართველ და აღმასრულებელ დირექტორებს შეხვდა

05.06.2026.17:19

გაერთიანებულ სამეფოში, ქ. ლონდონში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა საინვესტიციო ბანკ Nomura-ს მმართველ დირექტორებს - დაისუკე მიაზაკისა და მორვენ ჯოუნს, ასევე აღმასრულებელ დირექტორებს - ანვაი ბორვანკარსდა საორი ტანაკას.

ყურადღება გამახვილდა ფასიანი ქაღალდების ბაზრის შემდგომი განვითარებისა და საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესების მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, ხაზი გაესვა ამ მიმართულებით აზიური კაპიტალის ბაზრის ათვისების შესაძლებლობებს.

ფინანსთა მინისტრმა საინვესტიციო ბანკ Nomura-ს მმართველ და აღმასრულებელ დირექტორებს გააცნო ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები და საშუალოვადიანი პროგნოზები.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ილია დარჩიაშვილი.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა