საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ამბოლის" მიერ შპს „ვისოლ ავტო ექსპრესის" აქტივების შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა
კონცენტრაციაში მონაწილე პირები ავტო-პროდუქტებით ვაჭრობის სფეროში საქმიანობენ. განსახილველი კონცენტრაციის შესაფასებლად, სააგენტომ ყურადღება გაამახვილა საავტომობილო აკუმულატორების, საბურავებისა და ზეთების ბაზრების შეფასებაზე.
2025 წელს, ქვეყნის მასშტაბით, საავტომობილო საბურავების ბაზრის იმპორტის დონეზე ეკონომიკურ საქმიანობას 138 ეკონომიკური აგენტი ახორცილებდა. ბაზრის საერთო მოცულობამ 190 730 782 ლარი შედგინა (საბაჟო ღირებულება). შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი (HHI) კონცენტრაციის განხორციელებამდე 1293.3 ერთეული იყო, ხოლო კონცენტრაციის განხორციელების შემდგომ 1334.2 ერთეულამდე გაიზრდება. შესაბამისად, ინდექსის ცვლილება - ΔHHI = 40.9 ერთეულს შეადგენს.
საავტომობილო ზეთების შესაბამისი ბაზრის იმპორტის დონეზე 2025 წელს ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკურ საქმიანობას 245 ეკონომიკური აგენტი ახორცილებდა. ბაზრის ჯამურმა მოცულობამ 149 894 366 ლარი შედგინა (საბაჟო ღირებულება). შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი (HHI) კონცენტრაციის განხორციელებამდე 309.5 ერთეული იყო, კონცენტრაციის განხორციელების შემდგომ კი იგი 343.3 ერთეულამდე გაიზრდება. ინდექსის ცვლილება - ΔHHI = 33.8 ერთეულს შეადგენს.
რაც შეეხება საავტომობილო აკუმულატორებს, იმპორტის დონეზე 2025 წელს ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკურ საქმიანობას 119 ეკონომიკური აგენტი ახორცილებდა. ბაზრის მოცულობამ 69 623 714 ლარი შედგინა (საბაჟო ღირებულება). შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი (HHI) კონცენტრაციის განხორციელებამდე გაუტოლდა 1344.3 ერთეულს, რომელიც კონცენტრაციის განხორციელების შემდგომ 1551.4 ერთეულამდე გაიზრდება. ინდექსის ცვლილების მაჩვენებელი - ΔHHI = 207.1 ერთეული იქნება.
ანალიზის თანახმად, საავტომობილო ზეთების ბაზარი იმპორტის დონეზე დაბალკონცენტრირებულია, ამასთან, დაბალია ბაზრის კონცენტრაციის ინდექსის ცვლილების მაჩვენებელი (ΔHHI). რაც შეეხება საავტომობილო საბურავებისა და აკუმულატორების ბაზრებს, იმპორტის დონეზე ორივე მათგანი ზომიერად კონცენტრირებულია და კონცენტრაციის ინდექსი მცირედით აღემატება დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელს. ბაზრის კონცენტრაციის ინდექსის ცვლილების მაჩვენებელი (ΔHHI) ორივე შემთხვევაში 250-ზე ნაკლებია, შესაბამისად კონცენტრაცია ეფექტიანი კონკურენციის არსებით შეზღუდვას არ იწვევს.
2026 წელს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ თანხმობა გასცა 5 კონცენტრაციაზე.
სხვა სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
01.05.2026.15:13
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს.
„2 მაისიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.