მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7239.8
0.0232
flag
AZN 1.5842
-0.0003
flag
CNY 39.397
-0.0013
flag
EUR 3.1505
0.0041
flag
GBP 3.6329
-0.0005
flag
KZT 58.03
0.0004
flag
TRY 0.0598
-0.0002
flag
USD 2.6932
-0.0004

სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ კორეის ბლოქჩეინ კვირეულზე (KBW 2025) მიიღო მონაწილეობა

news image

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ და საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობის და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი გოგუაძემ მონაწილეობა მიიღეს სეულში გამართულ კორეის ბლოქჩეინ კვირეულზე (Korea Blockchain Week 2025).

Korea Blockchain Week — აზიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბლოკჩეინისა და Web3 ფესტივალია. KBW აერთიანებს კრიპტო ინდუსტიის გლობალურ ლიდერებს, ცენტრალური ბანკების და საზედამხედველო უწყებების ხელმძღვანელებს, რეგულატორებსა და  ინვესტორებს.

ეროვნული ბანკის  ვიცე პრეზიდენტმა KBW - ის ფარგლებში ინდუსტრიის ლიდერებთან და საზედამხედველო უწყებების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე გაცვალა ხედვები ვირტუალური აქტივების საკანონმდებლო დიზაინთან, რისკებთან და რეგულირების აღსრულების მიდგომებთან დაკავშირებით.

„ეროვნული ბანკისთვის ეს ღონისძიება არის სტრატეგიული შესაძლებლობა, უფრო ღრმად გავაანალიზოთ ახალი საზედამხედველო მოთხოვნები და  სარეგულაციო ჩარჩო ვირტუალურ აქტივებთან მიმართებაში, ჩამოვაყალიბოთ პარტნიორობა და მივიღოთ ინფორმაცია საქართველოში ვირტუალური აქტივების რეგულირების ჩარჩოს შემუშავებისთვის,“ - აღნიშნა ნინო ჯელაძემ.

KBW 2025 - ის ფარგლებში, მაღალი რანგის საერთაშორისო სპიკერებმა მნიშვნელოვანი ხედვები წარმოადგინეს ვირტუალურ აქტივების სერვისთან და ზედამხედველობასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, აქტიურად აგრძელებს მუშაობას ტოკენიზებული აქტივების,  სტაბილკოინების  და ურთიერთთავსებადი (interoperable) საგადახდო ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ასევე, გრძელდება დიალოგი კრიპტო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, საზედამხედველო უწყებების კოლეგებთან და ტექნოლოგიურ პლატფორმებთან.

news banner news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image პროფესიული გადამზადების პროგრამაზე, „ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“, რეგისტრაცია იწყება

24.04.2026.13:12

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი პროფესიული გადამზადების პროგრამაზე „ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“ რეგისტრაციას აცხადებს.

პროგრამის მიზანია ტყის ტაქსაციის სპეციალისტების- მეტყევე-ტაქსატორების მომზადება. კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ტყის ინვენტარიზაციის პროცესს და შეძლებენ საველე პირობებში აზომვითი და შეფასებითი სამუშაოების ჩატარებას, მონაცემთა შეგროვებასა და ანალიზს, ასევე სატყეო ღონისძიებების დაგეგმვასა და ტყის მართვის გეგმების მომზადებაში მონაწილეობას.

სასწავლო პროცესი მოიცავს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. თეორიული სწავლება გაიმართება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, კვირაში სამი დღის განმავლობაში. პრაქტიკული ნაწილი კი ჩატარდება ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყეებში, მათ შორის მცხეთის მუნიციპალიტეტსა და ბაკურიანში, 21 დღის განმავლობაში.

პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელები გაივლიან საბოლოო შეფასებას და წარმატების შემთხვევაში მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს. კურსდამთავრებულებს ექნებათ დასაქმების შესაძლებლობა ეროვნულ სატყეო სააგენტოში.

პროგრამას ახორციელებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ეროვნული სატყეო სააგენტოსთან თანამშრომლობით და პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერით.

„ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“ პროგრამაზე რეგისტრაცია 27 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. მსურველთა გასაუბრება 8 მაისს გაიმართება, ხოლო სასწავლო პროცესი 11 მაისს დაიწყება და 3 ივლისს დასრულდება.

პროგრამის ხანგრძლივობა 8 კვირას შეადგენს და მასზე სწავლა უფასოა. რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდზე: https://vet.ge/

პროგრამაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს სატყეო ან მომიჯნავე სფეროში ბაკალავრის ხარისხი და აუცილებელი ჯანმრთელობის ცნობის (ფორმა 100) წარდგენა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა