სგპ ,,ყაზბეგსა" და ,,სადახლოზე" 1 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში - ,,ყაზბეგი" და ,,სადახლო-საავტომობილო" არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის 3 ფაქტი აღიკვეთა.
კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა გადამოწმებისას, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, კუთვნილი ბარგის და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში 1049 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 252 432 ლარი შეადგინა. აღნიშნული მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.
სხვა სიახლეები
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ამბოლის" მიერ შპს „ვისოლ ავტო ექსპრესის" აქტივების შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა
01.05.2026.13:57
კონცენტრაციაში მონაწილე პირები ავტო-პროდუქტებით ვაჭრობის სფეროში საქმიანობენ. განსახილველი კონცენტრაციის შესაფასებლად, სააგენტომ ყურადღება გაამახვილა საავტომობილო აკუმულატორების, საბურავებისა და ზეთების ბაზრების შეფასებაზე.
2025 წელს, ქვეყნის მასშტაბით, საავტომობილო საბურავების ბაზრის იმპორტის დონეზე ეკონომიკურ საქმიანობას 138 ეკონომიკური აგენტი ახორცილებდა. ბაზრის საერთო მოცულობამ 190 730 782 ლარი შედგინა (საბაჟო ღირებულება). შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი (HHI) კონცენტრაციის განხორციელებამდე 1293.3 ერთეული იყო, ხოლო კონცენტრაციის განხორციელების შემდგომ 1334.2 ერთეულამდე გაიზრდება. შესაბამისად, ინდექსის ცვლილება - ΔHHI = 40.9 ერთეულს შეადგენს.
საავტომობილო ზეთების შესაბამისი ბაზრის იმპორტის დონეზე 2025 წელს ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკურ საქმიანობას 245 ეკონომიკური აგენტი ახორცილებდა. ბაზრის ჯამურმა მოცულობამ 149 894 366 ლარი შედგინა (საბაჟო ღირებულება). შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი (HHI) კონცენტრაციის განხორციელებამდე 309.5 ერთეული იყო, კონცენტრაციის განხორციელების შემდგომ კი იგი 343.3 ერთეულამდე გაიზრდება. ინდექსის ცვლილება - ΔHHI = 33.8 ერთეულს შეადგენს.
რაც შეეხება საავტომობილო აკუმულატორებს, იმპორტის დონეზე 2025 წელს ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკურ საქმიანობას 119 ეკონომიკური აგენტი ახორცილებდა. ბაზრის მოცულობამ 69 623 714 ლარი შედგინა (საბაჟო ღირებულება). შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი (HHI) კონცენტრაციის განხორციელებამდე გაუტოლდა 1344.3 ერთეულს, რომელიც კონცენტრაციის განხორციელების შემდგომ 1551.4 ერთეულამდე გაიზრდება. ინდექსის ცვლილების მაჩვენებელი - ΔHHI = 207.1 ერთეული იქნება.
ანალიზის თანახმად, საავტომობილო ზეთების ბაზარი იმპორტის დონეზე დაბალკონცენტრირებულია, ამასთან, დაბალია ბაზრის კონცენტრაციის ინდექსის ცვლილების მაჩვენებელი (ΔHHI). რაც შეეხება საავტომობილო საბურავებისა და აკუმულატორების ბაზრებს, იმპორტის დონეზე ორივე მათგანი ზომიერად კონცენტრირებულია და კონცენტრაციის ინდექსი მცირედით აღემატება დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელს. ბაზრის კონცენტრაციის ინდექსის ცვლილების მაჩვენებელი (ΔHHI) ორივე შემთხვევაში 250-ზე ნაკლებია, შესაბამისად კონცენტრაცია ეფექტიანი კონკურენციის არსებით შეზღუდვას არ იწვევს.
2026 წელს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ თანხმობა გასცა 5 კონცენტრაციაზე.