შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ თბილისში არსებული საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფები მოინახულა და ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ, მოადგილესთან, მიხეილ ჩოკოშვილთან და საბაჟო დეპარტამენტის უფროსთან, სოსო ობოლაძესთან ერთად, თბილისში არსებული გაფორმების ეკონომიკური ზონები, მათ შორის ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა ,,e-გეზი", საბაჟო გამშვები პუნქტი ,,თბილისის აეროპორტი, ასევე საბაჟო დეპარტამენტის სათაო ოფისი მოინახულა და თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეგახსენებთ, ,,ციფრული საბაჟოს" კონცეფციის ფარგლებში განხორციელებული პროექტი - თბილისის ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა ,,e-გეზი" საბაჟო სერვისების გაციფრულებას უკავშირდება და ბიზნესისთვის საბაჟო ფორმალობების ელექტრონული ფორმით მიწოდებას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის მონაცემებით, ,,e-გეზი"-ის მებაჟე-ოპერატორების მიერ, დარეგისტრირებულია 153845 საბაჟო დეკლარაცია, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და მომსახურების სწრაფად და მარტივად მიღების შესაძლებლობაზე მეტყველებს.
,,თბილისის" გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ყოფნისას, მიხეილ მაღლაკელიძე პირადად დაესწრო, გაზრდილი ტვირთბრუნვის პირობებში, საქონლის გაფორმებისა და ტვირთების დათვალიერების პროცესს.
,,თბილისის" გეზ-ში გამართული სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მიხეილ მაღლაკელიძემ არსებული გამოწვევების ეფექტურად შესრულების პროცესში მჭიდრო კოორდინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხელმძღვანელი პირებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ.
როგორც, შემოსავლების სამსახურის უფროსმა აღნიშნა, საქართველოს მასშტაბით სამუშაო შეხვედრები რეგულარული ხასიათის იქნება და აქტიური კომუნიკაცია თანამშრომლებთან მომავალშიც გაგრძელდება.
სხვა სიახლეები
ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკ Nomura-ს მმართველ და აღმასრულებელ დირექტორებს შეხვდა
05.06.2026.17:19
გაერთიანებულ სამეფოში, ქ. ლონდონში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა საინვესტიციო ბანკ Nomura-ს მმართველ დირექტორებს - დაისუკე მიაზაკისა და მორვენ ჯოუნს, ასევე აღმასრულებელ დირექტორებს - ანვაი ბორვანკარსდა საორი ტანაკას.
ყურადღება გამახვილდა ფასიანი ქაღალდების ბაზრის შემდგომი განვითარებისა და საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესების მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, ხაზი გაესვა ამ მიმართულებით აზიური კაპიტალის ბაზრის ათვისების შესაძლებლობებს.
ფინანსთა მინისტრმა საინვესტიციო ბანკ Nomura-ს მმართველ და აღმასრულებელ დირექტორებს გააცნო ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები და საშუალოვადიანი პროგნოზები.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ილია დარჩიაშვილი.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.