შემოსავლების სამსახურის ვებგვერდს www.rs.ge საინფორმაციო ფანჯარა - ,,ახლად რეგისტრირებულთათვის“ დაემატა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აქტიურად განაგრძობს გადასახადის გადამხდელებზე მაქსიმალურად მორგებული ელექტრონული სერვისების განვითარებას, რომლის ფარგლებშიც უწყების ოფიციალურ ვებგვერდს www.rs.ge ახალი საინფორმაციო სივრცე სახელწოდებით - ,,ახლად რეგისტრირებულთათვის“ დაემატა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
აღნიშნული საინფორმაციო ფანჯარა არის ერთიანი სისტემა/სტრუქტურა, სადაც დაინტერესებულ პირს შეუძლია მარტივად მოიძიოს ინფორმაცია საგადასახადო/საბაჟო ვალდებულებების შესასრულებლად. მომხმარებელი ღილაკზე დაჭერით ათვალიერებს სხვადასხვა დოკუმენტაციას - მეწარმე სუბიექტების (მიკრო ბიზნესი, მცირე ბიზნესი, ინდივიდუალური მეწარმე, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი, საცხოვრებელი ფართის გამქირავებელი და სხვა) მიერ საგადასახადო რეგისტრაციის, დეკლარაციის წარდგენის, კანონმდებლობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ, რაც მათ დროულ ინფორმირებას უწყობს ხელს.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://rs.ge/NewBusiness
დღის ტოპ 10 სიახლე
განათლება და კონსალტინგი ერთ სივრცეში - როგორია ORVIX-ის საქმიანობის სპეციფიკა და სამომავლო გეგმები
სხვა სიახლეები
ევროპის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების CEO-ები AI-ის რეგულაციების გამარტივების ინიციატივით გამოდიან
06.05.2026.17:00
ევროპის AI რეგულაციები უნდა შემცირდეს და გამარტივდეს, განაცხადეს შვიდი წამყვანი ევროპული ტექნოლოგიური კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორებმა, მათ შორის კომპიუტერული ჩიპების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის ASML-ის ხელმძღვანელმა მოსაზრებით სტატიაში.
ევროკავშირი ამ თვეში განაახლებს მოლაპარაკებებს 2024 წლის AI აქტის გამარტივებაზე, ხოლო ევროკომისია 27 მაისს ასევე წარადგენს „ტექნოლოგიური სუვერენიტეტის პაკეტს“, რომელიც მოიცავს ჯერ კიდევ მოლაპარაკების ეტაპზე მყოფ გეგმებს ჩიპების ინდუსტრიისა და AI ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად.