მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7274.7
-0.0009
flag
AZN 1.5761
-0.0008
flag
CNY 39.367
-0.0133
flag
EUR 3.1201
-0.0173
flag
GBP 3.5838
-0.0377
flag
KZT 57.08
0.0053
flag
TRY 0.0588
-0.0002
flag
USD 2.6789
-0.0013
news banner

თბილისსა და რეგიონებში რაგბის სტადიონებისა და ტექნიკური ცენტრების მშენებლობა მიმდინარეობს

news image

„ქუთაისის „აიას“ სარაგბო კომპლექსში აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, რათა ივნისში დაგეგმილ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველომ ღირსეულად უმასპინძლოს. მუნიციპალური განვითარების ფონდი კონტრაქტორ კომპანიასთან ერთად მუშაობს, რომ საჭირო სამუშაოები დროულად დასრულდეს,“ - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ქუთაისის სარაგბო კომპლექსის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით სარაგბო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და 2026 წლის ივნისში დაგეგმილი რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას აგრძელებს.

ქუთაისის „აიას“ კომპლექსში მიმდინარე სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

პროგრამა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 100 მილიონ ლარზე მეტია. პროექტების ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში მიმდინარეობს როგორც არსებული სარაგბო ბაზებისა და სტადიონების რეაბილიტაცია, ისე ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონების მშენებლობა.

მსოფლიო ჩემპიონატისთვის რეაბილიტაცია უტარდება 3 სარაგბო კომპლექსს — ჯამში 5 მოედანს: თბილისში, ავჭალისა და შევარდენის სტადიონებს, ასევე ქუთაისში „აიას“ კომპლექსში შემავალ სამ სტადიონს. პროექტები ითვალისწინებს ადმინისტრაციული შენობების, ტრიბუნების, გასახდელების, სველი წერტილების, ფასადებისა და განათების სისტემების განახლებას, ასევე გარე და დამხმარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას.

ხუთივე სტადიონზე მოეწყობა უმაღლესი ხარისხის ჰიბრიდული საფარი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და ინტენსიური დატვირთვის პირობებშიც უზრუნველყოფს მოედნის გამძლეობას და მაღალი ხარისხის სათამაშო გარემოს.

გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდს დაგეგმილი აქვს 18 რაგბის ტექნიკური ცენტრის პროექტირება და მშენებლობა, საიდანაც 12 ლოკაციაზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. პროექტები მოიცავს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოედნების, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნების, განათების სისტემების, გასახდელების, საშხაპეების, ტექნიკური და სამედიცინო სივრცეების მოწყობას.

განახლებული და ახალი ინფრასტრუქტურა საქართველოში საერთაშორისო დონის სარაგბო ღონისძიებების უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს - როგორც სპორტსმენებისთვის, ისე გულშემატკივრებისა და მაყურებლებისთვის.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორად ვახტანგ ცაგარელი დაინიშნა

16.05.2026.18:19

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორის პოზიციაზე ვახტანგ ცაგარელი დაინიშნა. ვახტანგ ცაგარელი, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, KIU-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის რანგში წარმატებით უძღვებოდა უნივერსიტეტის აკადემიურ პროცესებს და, ამავდროულად, ხელმძღვანელობდა ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს.
მან, როგორც საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ პროექტების დირექტორმა, უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა KIU-ს კონცეფციის შემუშავებასა და მისი ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში.
ვახტანგ ცაგარელს წარჩინებით აქვს დამთავრებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ფლობს ფიზიკის მაგისტრის ხარისხს ნახევარგამტარებისა და მყარი სხეულის ფიზიკის სპეციალობით. თსუ-ს დასრულების შემდეგ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გაემგზავრა გერმანიაში, ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც გაიარა სასწავლო კურსი გამოყენებითი ელექტროდინამიკის მიმართულებით.
2006-2007 წლებში იმყოფებოდა ჩრდილოეთ კაროლინისა და მასაჩუსეტსის შტატებში (აშშ). Research Triangle Park-სა და ჩრდილოეთ კაროლინის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებით დაასრულა ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების პროგრამა, ხოლო მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ბოსტონში გავლილი აქვს სატელეკომუნიკაციო და ინფორმაციული ტექნოლოგიების ექსპრეს პროგრამა. სასწავლო კურსით ასევე იმყოფებოდა ჩეხეთში, პრაღის რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში, რის შემდეგ კარიერული განვითარება კვლავ განაგრძო შეერთებულ შტატებში.

მან ბოსტონის მასაჩუსეტსის გენერალურ ჰოსპიტალში (MGH) დაასრულა უმაღლესი დონის სამედიცინო-რადიაციული უსაფრთხოების სასწავლო კურსი, მსოფლიოს წამყვანი ჰარვარდის სამედიცინო სკოლის (Harvard Medical School) მხარდაჭერით. არის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) SEEIST პროგრამის წარმომადგენელი საქართველოში. გავლილი აქვს ევროპის მენეჯმენტის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების კურსი.
ვახტანგ ცაგარელი, როგორც ახალგაზრდა მკვლევარი, მეცნიერი და პროექტ მენეჯერი, სხვადასხვა დროს მუშაობდა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებში, კომერციულ კომპანიებში. იყო ინტერნეტ პროვაიდერ „Geonet“-ის ტექნიკური დირექტორი, ტექნოლოგიური კომპანია INT Communications-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი. 2008-2016 წლებში იგი მუშაობდა ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტში – Huawei, სადაც იკავებდა საქართველოს წარმომადგენლობის გაყიდვებისა და მარკეტინგის ხელმძღვანელისა და დირექტორთა საბჭოს წევრის პოზიციას.
2017 წლიდან პროექტების ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდში – „ქართუ“, რის პარალელურად ხელმძღვანელობდა ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქსა და ქუთაისის ადრონულ ცენტრს. ქალაქ ქუთაისის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მას მინიჭებული აქვს ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება.
ვახტანგ ცაგარელს ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა