უახლოეს დღეებში შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ გამოცხადდება ახალი ბაზრის კვლევა სასკოლო ფორმების შესყიდვის მიზნით - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
უახლოეს დღეებში შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ გამოცხადდება ახალი ბაზრის კვლევა სასკოლო ფორმების შესყიდვის მიზნით, - აღნიშნულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაში.
„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება სასკოლო ფორმების შესყიდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ 2026 წლის 3 აპრილს გამოცხადდა კვლევა 2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის 1 801 000 ცალი სასკოლო ფორმის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით.
2026 წლის 14 მაისს ბაზრის კვლევის პროცესში კომპანიამ, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა, ბაზრის კვლევით გათვალისწინებული მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა და შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ უახლოეს დღეებში შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ გამოცხადდება ახალი ბაზრის კვლევა სასკოლო ფორმების შესყიდვის მიზნით“ , - აღნიშნულია განცხადებაში.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკი განცხადებას ავრცელებს
15.05.2026.11:21
საქართველოს ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც Business Insider Georgia უცვლელად გთავაზობთ: "თქვენი უსაფრთხოებისთვის გაცნობებთ, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ყალბი ბმულები დამოუკიდებლობის დღის გათამაშებასთან დაკავშირებით
ინფორმაციისთვის, ეს არ არის საქართველოს ბანკის გათამაშება
გთხოვთ, არ გადახვიდეთ საეჭვო ბმულებზე, არ გაუზიაროთ თქვენი პირადი მონაცემები მესამე პირებს და დარწმუნდეთ, რომ შეტყობინება გავრცელებულია ოფიციალური არხების მეშვეობით", - წერს საქართველოს ბანკი.