ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება - ცვლილების დეტალები
2026 წლიდან „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონის აღსრულება იწყება და მისი ცალკეული მუხლები ძალაში ეტაპობრივად შევა. საკანონმდებლო პაკეტის ამოქმედების ვადა 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 2028 წლის 1-ლი ივლისამდე პერიოდს მოიცავს.
არსებული კანონმდებლობის მიხედვით, 1-ელ თებერვლამდე გარემოს სამინისტრომ მთავრობას უნდა წარუდგინო: ძაღლის მოშენების მორატორიუმის აქტი და ძაღლების ჰიპერპოპულაციისმართვის რეგულირების დროებითი წესი (პროგრამა), ხოლო მთავრობამ 1-ელ მარტამდე დაამტკიცოს აღნიშნული აქტები;
ასევე, 1-ელ მარტამდე მთავრობამ უზრუნველყოს:იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის წესისა და სტერილიზაცია/კასტრაციისა და მოშენების რეგლამენტის მიღება. იმავდროულად მთავრობამ ვეტ. კლინიკებისა და თავშესაფრების მარეგულირებელი დადგენილებების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა უნდა განახორციელოს.
1-ელ მარტამდე მუნიციპალიტეტებმა კი ყოლის წესების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა ან ახლის დამტკიცება მოახდინონ.
1-ელ მაისამდე მარეგისტრირებელმა ორგანოებმა უნდა მიმართონ სეს-ს ბაზაზე წვდომისა და რეგისტრაციის უფლების მისაღებად;
1-ელ მაისამდე არამარეგისტრირებელმა ორგანოებმა მიმართონ სეს-ს ბაზაზე წვდომის მისაღებად;
1-ელ ივლისამდე სეს-მა უზრუნველყოს ბაზაზე სუბიექტების წვდომა.
2027 წლის 1-ელი იანვრიდან, შემდეგი ვალდებულებების დარღვევისათვის:
საშენი დაჯარიმდება 2027 წლის 1-ელი იანვრიდან:
სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი ითვალისწინებს:
(მოქმედით ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე).
(მოქმედით ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ოთხ წლამდე).
„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონის ძალაში შესვლის სქემა ასეთია:
2027 წლის 1-ელ იანვრამდე:
2027 წლის 1-ელ ივლისამდე:
2028 წლის 1-ელ ივლისამდე:
მეპატრონე დაჯარიმდება 2026 წლის 1-ელი იანვრიდან:
მარეგისტრირებელი სუბიექტები (კერძო თავშესაფარი, საშენი, ვეტი) დაჯარიმდებიან 2027 წლის 1-ელი იანვრიდან:
იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მოთხოვნის დარღვევისთვის - 3 000 ლ.
მოვლა-პატრონობის და ყოლის წესების დარღვევისათვის - 500 ლ.
არამარეგისტრირებელი სუბიექტები (სასტუმრო, კინოლოგი/ ფელინოლოგი, რეალიზატორი, გრუმინგი) დაჯარიმდებიან 2027 წლის 1-ელი იანვრიდან:
მოვლა-პატრონობის და ყოლის წესების დარღვევისათვის - 500 ლ.
სხვა სიახლეები
აეროპორტის დასახლებაში 76-ე საჯარო სკოლა სრულად განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება ახალ სასწავლო წელს - რევაზ სოხაძე
15.09.2026.14:21
მინდა, ყველა მოსწავლეს, პედაგოგსა და მშობელს მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს, რომლებისთვისაც ეს დღე განსაკუთრებით ემოციური და მნიშვნელოვანია. დღეს აეროპორტის დასახლებაში გავხსენით 76-ე საჯარო სკოლას, რომლის სრული რეაბილიტაციაც განხორციელდა. სკოლა 900 მოსწავლეზეა გათვლილი და სრულად განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება ახალ სასწავლო წელს,- განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ 76-ე საჯარო სკოლის გახსნისას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალი სასწავლო წლისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დასრულებულია 28 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, ხოლო დამატებით, წლის ბოლომდე დასრულდება კიდევ 25 საჯარო სკოლა.
სოხაძის თქმით, გამოწვევები ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრია. მათ შორის არის სკოლები, რომელთა რეაბილიტაციაც საკმაოდ გაჭიანურდა, თუმცა, როგორც მან განაცხადა სამინისტრო და მისი უწყება მაქსიმუმს აკეთებენ, რომ მიმდინარე პროექტები რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს.
,,ჩვენ ამ პრობლემას არ გავურბივართ. ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს თითოეული დაგვიანებული დღე ბავშვებისთვის, მათი მშობლებისა და მასწავლებლებისთვის. ჩვენ პასუხისმგებლობა ავიღეთ ამ პროცესზე და დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა, მიმდინარე პროექტები მაქსიმალურად დროულად და ხარისხიანად დავასრულოთ. პარალელურად, ვიწყებთ ახალ პროექტებს და ვცვლით თავად პროცესის მართვის მიდგომებს, რათა მომავალში სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის მრავალწლიანი გაჭიანურება აღარ გვქონდეს’’-აღნიშნასოხაძემ.
ამასთან, მუნიციპალური განვითარების ფონდი აქტიურად აგრძელებს ახალი სკოლების მშენებლობისა და არსებული სკოლების რეაბილიტაციის მიმართულებით ტენდერების გამოცხადებას.
,,ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად ყველა სკოლას ჰქონდეს უსაფრთხო, თანამედროვე და მოსწავლეზე მორგებული ინფრასტრუქტურა’’-განაცხადა მინისტრმა.
76-ე საჯარო სკოლის გახსნას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე.