მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7239.8
0.0232
flag
AZN 1.5842
-0.0003
flag
CNY 39.397
-0.0013
flag
EUR 3.1505
0.0041
flag
GBP 3.6329
-0.0005
flag
KZT 58.03
0.0004
flag
TRY 0.0598
-0.0002
flag
USD 2.6932
-0.0004

ინოვაციური სტარტაპის სტატუსი კიდევ უფრო დიდი სტიმულია თითოეული სტარტაპისთვის, სწრაფი ტემპით შექმნას გლობალური დონის, მაღალტექნოლოგიური და კონკურენტუნარიანი პროდუქტი, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე - ავთანდილ კასრაძე

news image

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კიდევ სამ ქართულ სტარტაპს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიენიჭა. სტატუსი ითვალისწინებს საგადასახადო მხარდამჭერ მექანიზმს, რომლის მიხედვითაც, სტატუსის მინიჭებიდან სამი წლის განმავლობაში მოქმედებს 0%-იანი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია ქართული სტარტაპების მხარდაჭერა და სწორედ ამის გამოხატულება იყო ინოვაციური სტარტაპის სტატუსის შემოღება.

„ინოვაციური სტარტაპის სტატუსი აძლევს ქართულ სტარტაპებს შესაძლებლობას, ფოკუსირება მოახდინონ მათი საქმიანობის ზრდასა და პროდუქტების შექმნაზე. აღნიშნული ინიციატივა კიდევ უფრო დიდი სტიმულია თითოეული სტარტაპისთვის, სწრაფი ტემპით შექმნას გლობალური დონის, მაღალტექნოლოგიური და კონკურენტუნარიანი პროდუქტი, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს ტექნოლოგიური სიკეთე საქართველოს თითოეულ მოქალაქემდე რაც შეიძლება სწრაფად იყოს მიტანილი.“ - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.

ინიციატივის მთავარი მიზანია, შეამსუბუქოს ფინანსური ტვირთი ადრეული ეტაპის სტარტაპებისათვის, იმ პერიოდში, როდესაც კომპანიები ჯერ კიდევ არ გამოიმუშავებენ საკმარის საოპერაციო შემოსავალს, თუმცა აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს ადამიანურ კაპიტალსა და ტექნოლოგიურ განვითარებაში. 

როგორც საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები აღნიშნავენ, წარმოდგენილი ჩარჩო მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოში რეგისტრირებული გლობალური სტარტაპების რაოდენობის ზრდაზე, სტარტაპებში დასაქმებულთა ზრდაზე და ქვეყანაში შემოსული უცხოური ინვესტიციების მოცულობაზე. პარალელურად, იგი გააძლიერებს კვლევისა და განვითარების მიმართულებით აქტივობებს, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან წინაპირობას ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ფორმირებისთვის.

შედეგად, 2030 წლისთვის მოსალოდნელია, რომ აქტიური სტარტაპების რაოდენობა 2,000-ს გაუტოლდება. ინოვაციურ სტარტაპებში დასაქმებულთა რაოდენობა 26,000-მდე გაიზრდება, ხოლო სტარტაპების მიერ მოზიდული ინვესტიციების ჯამური მოცულობა 11 მილიარდ ლარს მიაღწევს. ამასთანავე, სტარტაპების მიერ გენერირებული შემოსავალი 1.5 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და ტექნოლოგიური სექტორის გაძლიერებაში.

ინოვაციური სტარტაპის სტატუსის, ისევე როგორც ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიისა და კვლევებისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის სტატუსის განსაზღვრებები საქართველოში 2025 წლის სექტემბრიდან მოქმედებს. დღეის მდგომარეობით, ინოვაციური სტარტაპის სტატუსს 11 ქართული სტარტაპი ფლობს.

news banner news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ უზბეკეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა

23.04.2026.13:21

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ჯობავა უზბეკეთის რესპუბლიკაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის ციფრული ტექნოლოგიების მინისტრის პირველ მოადგილეს, ოლეგ პეკოს შეხვდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ IT Park -ისა და წამყვანი უზბეკური ტექნოლოგიური კომპანიის UZINFOCOM-ის წარმომადგენლები. საუბარი შეეხო ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას, კონკრეტული ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და გამოცდილების გაზიარებას.

„უზბეკეთი დღეს რეგიონში ტექნოლოგიური განვითარების სწრაფ ტემპს აჩვენებს. ეს არის უზარმაზარი და მზარდი ბაზარი, რომელიც ქართული ინოვაციური კომპანიებისთვის მასშტაბირების უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა. ჩვენ გვსურს, ქართულ სტარტაპებს შევუქმნათ პირდაპირი წვდომა ამ შესაძლებლობებზე და ვიყოთ მათი მეგზური უზბეკეთის ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში ინტეგრაციის პროცესში“ - განაცხადა თავმჯდომარის მოადგილემ.

ვიზიტის ფარგლებში, თორნიკე ჯობავა უზბეკეთის უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების სამინისტროს ინოვაციური განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც განხილულ იქნა შემდგომი ნაბიჯები უკვე არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გასაძლიერებლად და განისაზღვრა არსებული სამოქმედო გეგმის განახლება, რომელსაც ხელი გასულ წელს მოეწერა.

შეხვედრა შედგა ასევე უზბეკეთის ეროვნული ვენჩურული ფონდის (UzVC) ხელმძღვანელთან დილშოდ ხაშიმოვთან და მის მოადგილესთან აბდულაზალ ტოშხუჯაევთან. მხარეებმა განიხილეს სტარტაპების დაფინანსების მოდელები, საინვესტიციო გარემო და ვენჩურული კაპიტალის როლი რეგიონული ეკოსისტემების ზრდაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა