მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.8
0.0048
flag
AZN 1.5288
-0.0002
flag
CNY 38.832
0.001
flag
EUR 2.9129
0.0055
flag
GBP 3.4435
0.002
flag
KZT 57.27
-0.0066
flag
TRY 0.0526
0
flag
USD 2.5987
-0.0002
news banner

ინოვაციური სტარტაპის სტატუსის განსაზღვრა მოგვცემს შესაძლებლობას კიდევ უფრო მეტად დავეხმაროთ ქართული ინოვაციური სტარტაპის გლობალურ კონკურენტუნარიანობას - ავთანდილ კასრაძე

news image
mbc image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ სტარტაპ ინოვაციურ სტატუსზე საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს ცოდნასა და ინოვაციაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება წარმოადგენს.

„წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ, სტარტაპ ინოვაციების ეკოსისტემის გასავითარებლად, არაერთი მხარდამჭერი მექანიზმი შემოიღო ქვეყანაში. შესაბამისად, მივედით იმ ეტაპამდე, როდესაც საჭირო გახდა ეს ყველაფერი სამართლებრივად ავსახოთ და განვსაზღვროთ, რას გულისხმობს ინოვაციური სტარტაპი. შემდგომ კი მასზე დავაშენოთ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერი პროგრამები, რაც კიდევ უფრო მეტად დაეხმარება ქართული ინოვაციური სტარტაპის გლობალურ კონკურენტუნარიანობას.“ - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.

მისივე განმარტებით, სააგენტომ მუშაობის პროცესში არაერთი ქვეყნის მაგალითი განიხილა და შეისწავლა. საბოლოო ჯამში კი ჩამოყალიბდა კრიტერიუმები, რომლითაც ქართულ კომპანიებს ენიჭებათ ინოვაციური სტარტაპის სტატუსი.

„სავალდებული მექანიზმის მიხედვით, კომპანიას კვალიფიციური ინვესტიცია უნდა ჰქონდეს მიღებული. ეს გულისხმობს, რომ მასში ინვესტიცია უნდა ჰქონდეს განხორციელებული ან აქსელერატორს, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მინიმუმ 150 ათასი ლარის ოდენობით, ან თავად ვენჩურულ საინვესტიციო ფონდს, რომელიც ინვესტიციას დებს მხოლოდ და მხოლოდ ინოვაციურ სტარტაპში. გარდა ამისა სტარტაპმა უნდა დაასაბუთოს ინოვაციურობა, რომელსაც ჩვენი კომისია განიხილავს. სტატუსის მიღებამდე და მიღების შემდგომაც მუდმივ მონიტორიგში იქნება მისი შემოსავლები და ხარჯები არსებითად დაკავშირებული არის თუ არა ინოვაციურ საქმიანობასთან. საერთო ჯამში ძალიან რთული პროცესია, ამიტომაც არის, რომ ჯერ მხოლოდ 4 სტარტაპს აქვს მიღებული, თუმცა მიმდინარე ეტაპზე 20-ზე მეტი განვიხილეთ და უახლოეს პერიოდში კიდევ რამდენიმე სტარტაპი მიიღებს აღნიშნულ სტატუსს. ჩვენი მოლოდინია, რომ წლის განმავლობაში დაახლოებით 100-მდე ქართულმა კომპანიამ შესაძლოა მოიპოვოს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი“- აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.

ავთანდილ კასრაძემ ასევე ისაუბრა ამ პროცესში კერძო სექტორის ჩართულობასა და მნიშვნელობაზე, რაც გულისხმობს უკვე გადარჩეული და აღიარებული ინოვაციური სტარტაპებისთვის შეთავაზებების განსაკუთრებული პირობებით მიწოდებას.

„სახელმწიფოს მხრიდან დახმარება უნიკალურია, რადგან საშემოსავლო გადასახადი, რაც სტარტაპისთვის ყველაზე დიდი ტვირთია, სრულად განულებულია პირველი სამი წლის განმავლობაში როგორც არ უნდა გაეზარდოთ საწარმოო ბრუნვა“,- აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.

GITA-ს თავმჯდომარემ სტატუსის შეწყვეტის პირობებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ კომპანიამ სხვა საქმიანობა დაიწყო და არა ინოვაციური მიმართულება, ავტომატურად შეუწყდება სტატუსი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით - თემო მაღრაძე

23.09.2026.15:18

ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ, ICTA - ასოციაციის თავჯდომარემ, თემო მაღრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით

წლის ბოლომდე ჩვენი პრიორიტეტები ასოციაციის კუთხით გაძლიერება და ხმის უფრო ხმამაღლა ყოფნაა, რაც შეეხება შედეგებს, რასაც ჩვენ ველოდებით, არის IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივება, რაც რეალურად შესაძლებელია და რაზეც რეალურად ჩვენ არაერთხელ, მთელი ზაფხულის განმავლობაში, გვქონდა კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ცვლილებები იქნება და ცვლილებები წაადგება როგორც კომპანიებს, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა თემო მაღრაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა