მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172
-0.0088
flag
AZN 1.5298
-0.0007
flag
CNY 38.855
0.0037
flag
EUR 2.9154
0.0054
flag
GBP 3.4415
0.0073
flag
KZT 57.3
-0.0048
flag
TRY 0.0527
-0.0002
flag
USD 2.6005
-0.0014
news banner

ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მოლოდინში კიდევ 8 კომპანიაა - ავთანდილ კასრაძე

news image
mbc image

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარის, ავთანდილ კასრაძე განცხადებით, ინოვაციური სტარტაპის სტატუსი ქართულ კომპანიებს უნიკალურ საგადასახადო შეღავათს აძლევს. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ავთანდილ კასრაძემ განაცხადა, სტატუსის მიღების შემდეგ პირველი სამი წლის განმავლობაში ისინი საშემოსავლო გადასახადისგან სრულად თავისუფლდებიან. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სტატუსის მიღება რთულ კრიტერიუმებს უკავშირდება, უკვე რვა სტარტაპმა შეძლო მისი მოპოვება, რაც მიზნად ისახავს ქართული ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერებას და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ზრდას.

„პირველ რიგში თვითონ სტატუსზე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის თვისობრივად უნიკალური შესაძლებლობა ქართული ინოვაციური სტარტაპებისთვის, რომ მათ განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, როდესაც ისინი მათ ოპერაციები ახალი დაწყებული აქვთ, მიიღეს ინვესტიცია ან საგრანტო დაფინანსება და პროდუქტის განვითარების ეტაპზე არიან, პირველი სამი წლის განმავლობაში აბსოლუტურად უნულდებათ საშემოსავლო გადასახადი მას შემდეგ, რაც ისინი მიიღებენ ინოვაციური სტარტაპის სტატუსს.

რაღა თქმა უნდა ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მიღება ეს არის რთული პროცესი, ძალიან ბევრი კრიტერიუმებია, რომელიც ქართულმა ინოვაციურმა სტარტაპებმა უნდა დააკმაყოფილონ.

არის ძალიან ბევრი მოთხოვნა როგორც კვალიფიციურ ინვესტიციასთან მიმართებაში, ისევე რაოდენობასთან მიმართებაში, ისევე ინოვაციური ბიზნესი, მისი შემოსავლების და ხარჯების აუდიტირება და როგორ არის ის დაკავშირებული ინოვაციურ საქმიანობასთან და ასე შემდეგ.

კომპლექსური გზა არის გასავლელი, მაგრამ რვა ქართულმა სტარტაპმა უკვე მიიღო სტარტაპ სტატუსი. დაახლოებით მაგდენივე უახლოეს მომავალში კიდევ მიიღებს ამ სტარტაპ სტატუსს და მიმდინარეობს პროცესი, რომ სწორად იყოს უზრუნველყოფილი ქართული საზოგადოებისთვის ეს ინფორმაცია, რომ ქართულ სტარტაპებს მართლაც უნიკალური შესაძლებლობა აქვთ და რატომ ვაკეთებთ ამას? იმიტომ რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ქართული სტარტაპ ეკოსისტემა იყოს კონკურენტულ უპირატესობაში გლობალურ ინოვაციურ ეკოსისტემებთან. არის ურთულესი ეს საქმე, თუმცა ჩვენი სტარტაპ ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების ერთადერთი გზა მიდის საერთაშორისო ბაზრებზე გამარჯვებაში. რაც მეტი ქართული ინოვაციურ სტარტაპს ექნება გლობალური კონკურენტუნარიანი პროდუქტი, მით უფრო მეტი იქნება ხელფასები ქვეყანაში, დასაქმების მაჩვენებელი, ინვესტიციები ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად სწორედ ამისკენ არის მიმართული სახელმწიფოს კეთილი ნება და ჟესტი ქართული ინოვაციური სტარტაპებისადმი, რომ პირველი არა თუ ის, რომ ჩვენ ძალიან ბევრი დაფინანსების პროგრამა გვაქვს საქართველოს მთავრობას სტარტაპებისთვის, არა მხოლოდ ის, რომ ჩვენ ვაფინანსებთ, გარდა ამისა პირველი სამი წელი საერთოდ უარს ვამბობთ მათგან ნებისმიერი თანხის გადასახადზე და სახელმწიფო ბიუჯეტში მათ შენატანზე. მთავარია, რომ სწრაფად განავითარონ გლობალური ტექნოლოგიური პროდუქტი, დაასაქმონ ადამიანები და სწრაფად გავიდნენ საერთაშორისო ბაზრებზე“, - აცხადებს ავთანდილ კასრაძე. 

 

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით - თემო მაღრაძე

23.09.2026.15:18

ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ, ICTA - ასოციაციის თავჯდომარემ, თემო მაღრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით

წლის ბოლომდე ჩვენი პრიორიტეტები ასოციაციის კუთხით გაძლიერება და ხმის უფრო ხმამაღლა ყოფნაა, რაც შეეხება შედეგებს, რასაც ჩვენ ველოდებით, არის IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივება, რაც რეალურად შესაძლებელია და რაზეც რეალურად ჩვენ არაერთხელ, მთელი ზაფხულის განმავლობაში, გვქონდა კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ცვლილებები იქნება და ცვლილებები წაადგება როგორც კომპანიებს, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა თემო მაღრაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა