მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172
-0.0088
flag
AZN 1.5298
-0.0007
flag
CNY 38.855
0.0037
flag
EUR 2.9154
0.0054
flag
GBP 3.4415
0.0073
flag
KZT 57.3
-0.0048
flag
TRY 0.0527
-0.0002
flag
USD 2.6005
-0.0014
news banner

Touch Summit ბრუნდება - ყველაფერი, რაც ღონისძიების შესახებ უნდა იცოდეთ

news image
mbc image

5-6 დეკემბერს თბილისში წამყვანი ტექნოლოგიური ღონისძიება Touch Summit 25 ბრუნდება. წელს შეხვედრა განსაკუთრებით მასშტაბური, მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი იქნება. ორი დღის განმავლობაში თბილისი გარდაიქმნება რეგიონულ ტექნო-ინოვაციურ ჰაბად, სადაც სტარტაპერები, ინოვატორები, დიზაინერები და სხვა ტექ. პროფესიონალები შეიკრიბებიან.

წელს ღონისძიების მთავარი თემაა "SPARKLE THE CHANGE“ - რადგან, როგორც ორგანიზატორები ამბობენ, “ყველა დიდი ცვლილება პატარა ნაპერწკლით იწყება”.

ორი დღე, ორი ადგილი
პირველ დღეს ისტორიული სივრცე, რუსთაველის თეატრი სცენას დაუთმობს Keynote გამოსვლებს, პანელურ დისკუსიებს ვორკშოფებსა და სტარტაპ ექსპოს.

B2B Startup Expo-ზე სტარტაპერებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი პროდუქტი სხვა კომპანიების დამფუძნებლებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირების წინაშე წარადგინონ, გაიცნონ პოტენციური მომხმარებლები, პარტნიორები და ინვესტორები.

გარდა ამისა, ადრეული და ზრდის ეტაპზე მყოფი ტექნოლოგიური სტარტაპების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა Touch Summit Startup Challenge-ში მიიღონ. კონკურსზე წელს მხოლოდ ათ შერჩეულ სტარტაპს ექნება წვდომა ექსკლუზიურ პირად შეხვედრებზე ვენჩურული კაპიტალის წამყვან ფირმებთან. ეს სესიები სტარტაპების დამფუძნებლებს კრიტიკულ ეტაპზე გლობალურ ფონდებსა და Angel-ინვესტორებთან პირდაპირ კავშირს სთავაზობს.

მეორე დღეს კი D Block-სა და პარტნიორების სივრცეებში ღონისძიების არაოფიციალური და ინტერაქციული ნაწილი გაიმართება Networking სესიებით; დამატებითი ღონისძიებებითა და წვეულებით.

Touch Summit 25-ის მთავარი სპიკერები

წელს სამიტი განსაკუთრებით საინტერესო სპიკერების შემადგენლობას გვთავაზობს. სტუმრების წინაშე წარდგებიან Meta-ს, NVIDIA-ს, Google-ის და მსოფლიოს სხვა წამყვანი ტექნოლოგიური, ინოვაციური კომპანიების ლიდერები.

ჯამში ღონისძიებაზე საკუთარ გამოცდილებას გააზიარებს 40-ზე მეტი სპიკერი 15-ზე მეტი ქვეყნიდან. 1000-ზე მეტ დელეგატს კი თანამოაზრეებთან სხვადასხვა საკითხის განხილვის შესაძლებლობა ექნება.

საქართველოს ბანკი — Touch Summit 25-ის მთავარი პარტნიორი

საქართველოს ბანკი უკვე წლებია ინოვაციების, სტარტაპ ეკოსისტემისა და ტექნოლოგიური განათლების მთავარი მხარდამჭერია. როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ბანკი ხელს უწყობს ახალი ცოდნის შექმნას, გავრცელებასა და ადგილობრივი ინოვაციების ხელშეწყობას.

5–6 დეკემბერს სწორედ საქართველოს ბანკის პარტნიორობით გაიმართება რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური კონფერენცია.

Touch Summit-ის მთავარი მიზანი კი საქართველოში და მთლიანად კავკასიის რეგიონში ინფორმაციის გაზიარება, სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება და იმ ლიდერების გაერთიანებაა, რომლებიც დადებით ცვლილებებზე ორიენტირებული არიან.

ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ოფიციალურ ვებგვერდზე.

ბილეთებზე მოქმედებს სპეციალური შეთავაზებები:

• 15% ქეშბექი — საქართველოს ბანკის PLUS ბარათით

• 20% ქეშბექი — SOLO ბარათით

რატომ არ უნდა გამოტოვოთ Touch Summit 25?

• გაეცნობით მსოფლიო ტექნო-ტრენდებს უშუალოდ მათგან, ვინც მათ ქმნის;
• გაიგებთ, როგორ მუშაობენ ახალი თაობის სტარტაპები და როგორ ნერგავენ ინოვაციებს;
• შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ მომავლის ტექნოლოგიებზე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ’
• მიიღებთ გამოცდილებას, რომელიც დიდხანს გაგყვებათ პროფესიული განვითარების გზაზე;

ღონისძიების პარტნიორები არიან: D Block, Episode Hotel, GIZ, UNWoman, Lineate, GIPA

გაიგეთ მეტი: https://touch.ge/touch25

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტექნოლოგიები
image ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით - თემო მაღრაძე

23.09.2026.15:18

ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ, ICTA - ასოციაციის თავჯდომარემ, თემო მაღრაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„ეკონომიკის სამინისტროსთან მთელი ზაფხულის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივებასთან დაკავშირებით

წლის ბოლომდე ჩვენი პრიორიტეტები ასოციაციის კუთხით გაძლიერება და ხმის უფრო ხმამაღლა ყოფნაა, რაც შეეხება შედეგებს, რასაც ჩვენ ველოდებით, არის IT ბინადრობისა და სამუშაო უფლების მოპოვების გამარტივება, რაც რეალურად შესაძლებელია და რაზეც რეალურად ჩვენ არაერთხელ, მთელი ზაფხულის განმავლობაში, გვქონდა კომუნიკაცია ეკონომიკის სამინისტროსთან.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ცვლილებები იქნება და ცვლილებები წაადგება როგორც კომპანიებს, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა თემო მაღრაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა