მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7267.8
-0.0018
flag
AZN 1.5776
-0.0014
flag
CNY 39.488
-0.0006
flag
EUR 3.1404
-0.019
flag
GBP 3.6245
-0.0235
flag
KZT 57.11
-0.0078
flag
TRY 0.059
-0.0002
flag
USD 2.6818
-0.0025
news banner

B2B Summit by Tarifa-ს ფარგლებში მაღალი რანგის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, ისინი საქართველოს ევროპის ბაზარზე ძლიერ პარტნიორად მიიჩნევენ - მაია ომიაძე

news image

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა მასშტაბური, სამდღიანი საერთაშორისო სამიტი „B2B Summit by Tarifa“.

გლობალური გამოწვევების პირობებში ტურიზმის სექტორის მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მაია ომიაძის თქმით, სწორედ ამ მიზნით ადმინისტრაციამ უზრუნველყო სამიტის ორგანიზება, რომლის ფარგლებში ქართულ კერძო სექტორს მიეცა შესაძლებლობა, პოტენციურ პარტნიორებთან შეხვედრები გაემართათ.

„B2B Summit by Tarifa“ საქართველოს ტურიზმის სექტორისთვის დამატებითი შესაძლებლობაა გაეცნონ ახალ პარტნიორებს, მიიღონ ახალი წინადადებები, მოიზიდონ ახალი ჯგუფები და ჩამოიტანონ ახალი იდეები ქვეყანაში. ეს ბიზნეს ტურიზმის ერთ-ერთი მსხვილი კონგრესია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება.

სამიტის ფარგლებში საქართველოში მაღალი რანგის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. ისინი საქართველოს ევროპის ბაზარზე ძლიერ პარტნიორად მიიჩნევენ. აღნიშნული სფეროს წარმომადგენლები აქტიურად ეძებენ ახალ დანიშნულების ადგილებს და ამ პირობებში საქართველო პოზიციონირდება, როგორც ახალი და უსაფრთხო მიმართულება, სადაც პარტნიორებს შეუძლიათ ახალი ჯგუფების ჩამოყვანა“,-აღნიშნავს მაია ომიაძე.

„B2B Summit by Tarifa“-ს ფარგლებში საქართველოში ევროპის ქვეყნებიდან 50 საერთაშორისო ე.წ. ბაიერი ჩამოვიდა. ევროპული კომპანიების ხელმძღვანელები შეხვდნენ ქართული ტურისტული სექტორის წარმომადგენლებსა და სერვისის მიმწოდებლებს. სამიტში 40 ქართული კომპანია მონაწილეობდა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს მიმართულებით დიდი გეგმები გვაქვს - მიმდინარე სეზონზე კვირაში 24 რეისს განვახორციელებთ l ავიაკომპანია Air Astana-ს წარმომადგენელი

12.05.2026.12:09

,,მიმდინარე სეზონზე კვირაში 24 რეისს განვახორციელებთ - საქართველოს მიმართულებით დიდი გეგმები გვაქვს, - აცხადებს ყაზახური ავიაკომპანია Air Astana-ს კავკასიის რეგიონული გენერალური მენეჯერი კარლიგაშ ომურბაევა, რომელიც მარიამ ქვრივიშვილი და მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის სხვადასხვა ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა.

როგორც კარლიგაშ ომურბაევამ განაცხადა, ქუთაისიდან იგეგმება ახალი მიმართულებების დამატება. 

„დღეს ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა მინისტრთან და მინისტრის მოადგილესთან, სადაც დეტალურად განვიხილეთ ჩვენი გამოწვევები და ზაფხულის სეზონის გეგმები. საქართველოს მიმართულებით დიდი გეგმები გვაქვს. ყოველ წელს, ზაფხულის სეზონზე, ფრენების რაოდენობას საგრძნობლად ვზრდით. თუ ზამთარში კვირაში 6 რეისს ვასრულებთ, ზაფხულის თვეებში მათი რიცხვი ეტაპობრივად იმატებს და ივნის-ივლისისთვის უკვე 22 ფრენამდე აღწევს.

წელს ფრენების სიხშირეს კიდევ ორი რეისი დავამატეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ კვირაში ჯამში 24 რეისს განვახორციელებთ. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ ამ ზაფხულიდან ვგეგმავთ FlyArystan-თან თანამშრომლობას ე.წ. ზიარის კოდის (Code-share) ფარგლებში. რეგიონში ორი ახალი მიმართულება - ალმათი-ქუთაისი და ასტანა-ქუთაისი დაგვემატება, სადაც FlyArystan-ი ოპერატორი იქნება, ხოლო Air Astana - მარკეტინგული გადამზიდავი“, - აღნიშნა Air Astana-ს კავკასიის რეგიონულმა გენერალურმა მენეჯერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა