მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.7
0.0097
flag
AZN 1.5258
-0.0001
flag
CNY 38.869
-0.0022
flag
EUR 2.8649
-0.0144
flag
GBP 3.4287
-0.0144
flag
KZT 58.3
-0.0019
flag
TRY 0.0515
-0.0001
flag
USD 2.5934
-0.0001
news banner

ბათუმში მესამე საერთაშორისო გასტრონომიული ფორუმი „გასტრო ბათუმი“ მიმდინარეობს

news image
mbc image

ბათუმში მესამე საერთაშორისო გასტრონომიული ფორუმი „გასტრო ბათუმი“ მიმდინარეობს. ფორუმის პირველი დღე პანელურ დისკუსიებს დაეთმო, რომელშიც ფრანგი, იტალიელი, პორტუგალიელი მიშლენის ვარკვლავოსანი შეფები ცნობილ ქართველ შეფებთან და ექსპერტებთან ერთად მონაწილეობდნენ. წელს, ფორუმის მთავარი თემაა „ზღვის პროდუქტების ახალი შესაძლებლობები, თევზეულის ტრადიციები და შავი ზღვის იდენტობა“. პანელური დისკუსიების დასასრულს, ფორუმის სტუმრებს ცნობილმა პორტუგალიელმა შეფმა ვასკო კოელიო სანტოშმა სპეციალური მენიუ შესთავაზა. მან ადგილობრივ მზარეულებთან ერთად კერძები ლაზური სამზარეულოს ინსპირაციით მოამზადა.

წელს, „გასტრო ბათუმის“ მთავარი სპიკერები იყვნენ მიშლენის ვარკვლავის მფლობელი რესტორნების შეფები და რესტორატორები. მათ შორის გასტრონომიის საერთაშორისო ექსპერტი ვიტორიო კასტელანი, მიშლენის ვარკვლავოსანი შეფები ვასკო კოელიო სანტესი, ჟულიენ ჰენოტი, ასევე საფრანგეთის კულინარიისა და სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის უმაღლესი სკოლის „FERRANDI Paris“ შეფ ინსტრუქტორი სტეფან იაკიჩი, ამავე სკოლის საერთაშორისო პროექტების მენეჯერი ნიკოლოს კალიარდი და თევზის დამუშავების მსოფლიოს დონის სპეციალისტი არნაუდ ვანჰემი. ადგილობრივ სპიკერებს შორის იყვნენ გურამ ბაღდოშვილი, ირაკლი თოდაძე, ეკატერინე ნინიძე და გიორგი ნინუა.

დღეს და ხვალ, მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნების შეფები ადგილობრივი მზარეულებისთვის ჩაატარებენ თევზეულისა და ზღვის პროდუქტების მასტერკლასებს. ფორუმის განმავლობაში მონაწილეები ჩაერთვებიან მასტერკლასებში, პანელურ დისკუსიებში, თემატურ დეგუსტაციებში და სამუშაო შეხვედრებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს შავი ზღვის აკვაკულტურის განვითარების შესაძლებლობებს, ადგილობრივი თევზეულის პოპულარიზაციას და მის გამოყენებას თანამედროვე მდგრად გასტრონომიაში. ფორუმის ფარგლებში ასევე იგეგმება ვიდეორეცეპტების მომზადებაც. მათი ნახვა მსურველებს serviceajara.ge-ზე შეეძლებათ. ფორუმზე დასწრება ადგილობრივ შეფებს, მზარეულებს, რესტორატორებს და ზოგადად, გასტრონომიულ ტურიზმში ჩართულ პირებს შეუძლია.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image Bike&Wine-ს პროექტის ფარგლებში, იტალიელმა ჟურნალისტებმა საქართველოს ღვინის რეგიონებში ველომოგზაურობა მოაწყვეს

13.11.2026.10:18

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, იტალიური მედიის წარმომადგენლებისთვის პრესტური „Bike & Wine Georgia“ გაიმართა
პრესტური იტალიელ მოგზაურებში საქართველოს, როგორც უძველესი ღვინის კულტურისა და გამორჩეული ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით გაიმართა.

„Bike&Wine“-ს პრესტური მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს იტალიის ტურისტულ ბაზარზე საქართველოს, როგორც მიმზიდველი მიმართულებისა და ღვინის უძველესი ტრადიციების მქონე ქვეყნის ცნობადობის ზრდას.

სპეციალიზებული მედიის წარმომადგენლები იტალიაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით შეირჩნენ.

პრესტურის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ველოსიპედებით მოიარეს დედაქალაქის ისტორიული უბნები, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში ესტუმრნენ ღვინის მარნებს, მონაწილეობა მიიღეს რთველში, ღვინის დეგუსტაციებსა და ქართული სამზარეულოს მასტერკლასებში.

ოთხი დღის განმავლობაში, საქართველოში ტურის მიმდინარეობისას მომზადებული ფოტო-ვიდეო მასალა და სტატიები წამყვან იტალიურ მედიაპლატფორმებზე გამოქვეყნდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა