მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7216.6
-0.0159
flag
AZN 1.5845
-0.0004
flag
CNY 39.41
-0.0063
flag
EUR 3.1464
-0.0188
flag
GBP 3.6334
-0.0086
flag
KZT 57.99
-0.0021
flag
TRY 0.06
0
flag
USD 2.6936
-0.0002

საქართველოს მოქალაქეების ინტერესები პირველ რიგში უნდა დაკმაყოფილდეს, მაგრამ მიგრანტებზე უარის თქმა წარმოუდგენელია - შოთა ბურჯანაძე

news image

ჩვენ არ უნდა ვებრძოდეთ ადამიანებს, ჩვენ უნდა შევქმნათ სისტემა, - განაცხადა „რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ გადაცემაში „ღია ეთერი“.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების ინტერესები პირველ რიგში უნდა დაკმაყოფილდეს, მაგრამ მიგრანტებზე უარის თქმა წარმოუდგენელია.

„დღეს რომ მშენებლობაში დასაქმებული არ იყოს უცხოელი ადამიანი, მშენებლობა საქართველოში ვერ იფუნქცინირებს. არც რაოდენობა არის აქ საკმარისი და არც ხელობა. როდესაც ქვეყნის განვითარება ხდება, ჩვეულებრივი მოვლენა უნდა იყოს, არ შეიძლება მიგრანტების გარეშე ქვეყანა განვითარდეს.

ჩვენ მხოლოდ იაფ მუშახელს კი არ ვეძებთ, ჩვენ დასაქმების სურვილიც გვაინტერესებს. დღეს 13,1 %-ია დაუსაქმებელი ადამიანების რაოდენობა და ამ დროს ბიზნესი იხვეწება, რომ მუშახელი სჭირდება.

როდესაც ვსაუბრობთ მიგრაციასთან დაკავშირებით, ქვეყნებს თუ ვადარებთ, ან ერთი მიმართულებით უნდა მივყვეთ ამ ქვეყანას, ან საერთოდ სხვა ქვეყანას უნდა მივყვეთ. ამერიკა მიგრანტებმა აამუშავეს, დღეს დუბაიში 86% მიგრანტია, საქართველოს რეალობაში, რასაც ხელისუფლება აკეთებს, გარკვეულწილად სწორი გადადგმული ნაბიჯია იმ კუთხით, რომ სისტემა უნდა შეიქმნას. მაგრამ დღეს როდესაც ჩვენ ვებრძვით კურიერებს ან ტაქსის მძღოლებს, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია“, - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძემ ასევე დასძინა, რომ უნდა იყოს შესწავლილი სისტემა, სად გვაკლია მუშახელი და სად არის ზედმეტობა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image თბილისში პირველი ქართულ-სლოვაკური ტურიზმის ფორუმი გაიმართა

23.04.2026.10:51

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს, ასევე Slovakia Travel-ის ორგანიზებით პირველი ქართულ-სლოვაკური ტურიზმის ფორუმი ჩატარდა.

ფორუმი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ და საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩმა მატუშ ბუშოვსკიმ გახსნეს.
ფორუმში 20-ზე მეტი ქართული კომპანია და 10-მდე სლოვაკური ტურისტული კომპანია და სასტუმრო მონაწილეობდა.

ფორუმის ფარგლებში ქართული და სლოვაკური ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობები დაემყარებინათ სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.

ფორუმის მიზანია საქართველოში სლოვაკეთიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვა.
თბილისის ფორუმამდე სლოვაკური კომპანიების წარმომადგენლები იმერეთს ესტუმრნენ, შეხვდნენ იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის თანამშრომლებს. შეხვედრაზე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

სლოვაკეთის ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისთვის საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თბილისის ისტორიულ უბნებში ტური გამართა.

2026 წლის იანვრიდან საქართველოსა და სლოვაკეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. ფრენებს ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისსა და ბრატისლავას შორის ასრულებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა