მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7267.8
-0.0018
flag
AZN 1.5776
-0.0014
flag
CNY 39.488
-0.0006
flag
EUR 3.1404
-0.019
flag
GBP 3.6245
-0.0235
flag
KZT 57.11
-0.0078
flag
TRY 0.059
-0.0002
flag
USD 2.6818
-0.0025
news banner

სასტუმროს დატვირთულობამ პირველ კვარტალში რეკორდულ, 97%-ს მიაღწია - სალომე კვარაცხელია

news image

2026 წლის იანვარი-მარტის პერიოდში საქართველომ საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების ახალი რეკორდი დაამყარა. 3 თვეში ქვეყანაში 1 მილიონი ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით მეტია.

სასტუმრო „მარკო პოლო გუდაურის“ წარმომადგენლის, სალომე კვარაცხელიას განცხადებით, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მოლოდინი გადაჭარბებით შესრულდა. მისი თქმით, დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით სასტუმროების ქსელი თითქმის სრული დატვირთვით მუშაობდა.

„პირველ ეტაპზე რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ დეკემბრის შუა რიცხვებიდან თებერვლის ჩათვლით „მარკო პოლო გუდაურის“ დატვირთულობა 97%-ს შეადგენდა. ეს არის უპრეცედენტო მაჩვენებელი, რომელმაც წინა წლებს ბევრად გადააჭარბა და ჩვენს მოლოდინებსაც კი გასცდა. გვყავდა ძალიან ბევრი სტუმარი როგორც ევროპიდან, ისე ახლო აღმოსავლეთიდან, ისრაელიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. მარტის თვეშიც გეგმაგადაჭარბებით მივდიოდით, სანამ ახლო აღმოსავლეთში წარმოქმნილმა საომარმა მდგომარეობამ რეალობა გარკვეულწილად შეცვალა“, - განაცხადა სალომე კვარაცხელიამ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ვიზიტორთა ტოპ 15-ში მეზობელ ქვეყნებთან ერთად არიან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ისრაელი, ყაზახეთი, ჩინეთი, ინდოეთი და სხვა მიზნობრივი ქვეყნები. სტრატეგიული ბაზრებიდან კი მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა ჩინეთმა (+48.6%) და კორეის რესპუბლიკამ (+67.2%).

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს მიმართულებით დიდი გეგმები გვაქვს - მიმდინარე სეზონზე კვირაში 24 რეისს განვახორციელებთ l ავიაკომპანია Air Astana-ს წარმომადგენელი

12.05.2026.12:09

,,მიმდინარე სეზონზე კვირაში 24 რეისს განვახორციელებთ - საქართველოს მიმართულებით დიდი გეგმები გვაქვს, - აცხადებს ყაზახური ავიაკომპანია Air Astana-ს კავკასიის რეგიონული გენერალური მენეჯერი კარლიგაშ ომურბაევა, რომელიც მარიამ ქვრივიშვილი და მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის სხვადასხვა ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა.

როგორც კარლიგაშ ომურბაევამ განაცხადა, ქუთაისიდან იგეგმება ახალი მიმართულებების დამატება. 

„დღეს ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა მინისტრთან და მინისტრის მოადგილესთან, სადაც დეტალურად განვიხილეთ ჩვენი გამოწვევები და ზაფხულის სეზონის გეგმები. საქართველოს მიმართულებით დიდი გეგმები გვაქვს. ყოველ წელს, ზაფხულის სეზონზე, ფრენების რაოდენობას საგრძნობლად ვზრდით. თუ ზამთარში კვირაში 6 რეისს ვასრულებთ, ზაფხულის თვეებში მათი რიცხვი ეტაპობრივად იმატებს და ივნის-ივლისისთვის უკვე 22 ფრენამდე აღწევს.

წელს ფრენების სიხშირეს კიდევ ორი რეისი დავამატეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ კვირაში ჯამში 24 რეისს განვახორციელებთ. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ ამ ზაფხულიდან ვგეგმავთ FlyArystan-თან თანამშრომლობას ე.წ. ზიარის კოდის (Code-share) ფარგლებში. რეგიონში ორი ახალი მიმართულება - ალმათი-ქუთაისი და ასტანა-ქუთაისი დაგვემატება, სადაც FlyArystan-ი ოპერატორი იქნება, ხოლო Air Astana - მარკეტინგული გადამზიდავი“, - აღნიშნა Air Astana-ს კავკასიის რეგიონულმა გენერალურმა მენეჯერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა