მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7239.8
0.0232
flag
AZN 1.5842
-0.0003
flag
CNY 39.397
-0.0013
flag
EUR 3.1505
0.0041
flag
GBP 3.6329
-0.0005
flag
KZT 58.03
0.0004
flag
TRY 0.0598
-0.0002
flag
USD 2.6932
-0.0004

უსაფრთხოება არის ის უდიდესი მონაპოვარი, რომელსაც საქართველო მსოფლიოს სთავაზობს - როგორ პოზიციონირებს ქვეყანა ტურიზმის გლობალურ ბაზრებზე

news image

გლობალური არასტაბილურობის ფონზე ტურიზმის სექტორი ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად დარგად რჩება, თუმცა ბაზრების დივერსიფიკაცია კომპანიებს განსხვავებულ მდგომარეობაში აყენებს, - აღნიშნულის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ისაუბრა. მისი თქმით, ნაწილი ოპერატორებისა, რომლებიც კონკრეტულ ბაზრებზე არიან დამოკიდებული, გამოწვევების წინაშე დგანან, მაშინ როცა სხვა კომპანიები ზაფხულის სეზონს აქტიურად ელოდებიან.

აღსანიშნავია, რომ დარგში არსებულ გამოწვევებზე და გეგმებზე სასაუბროდ მაია ომიაძე ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს უკვე შეხვდა და მათგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

„ქართულ ტურიზმის სექტორში არსებული ვითარება შეგვიძლია ორ ნაწილად გავყოთ: ერთი მხრივ, ეს არის სამომავლო ტენდენციები და მოლოდინები, ხოლო მეორე მხრივ თავად სექტორის რეაქცია.

ბუნებრივია, სექტორის რეაქცია პირდაპირ კავშირშია მომხმარებლის ქცევასთან. მოგეხსენებათ, ნებისმიერი გლობალური თუ რეგიონული ტურბულენტობის დროს, პირველი, რაზეც ადამიანი ეკონომიას აკეთებს ან რის შეწყვეტასაც წყვეტს ფინანსური დაზოგვის მიზნით, სწორედ მოგზაურობა და ტურიზმია.

შესაბამისად, ტურიზმი რეალურად ყველაზე მოწყვლადი სექტორია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დარგი პერიოდულად ერთგვარ „რეანიმაციულ“ რეჟიმში იმყოფება.

დღეს სექტორში განწყობები არაერთგვაროვანია. შეხვედრებზე იყვნენ  ადამიანებს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის ბაზარზე არ მუშაობენ, მათ საერთოდ არ აქვთ ჯავშნების გაუქმება და აქტიურად ემზადებიან ზაფხულის სეზონისთვის. ვინაიდან ბაზარი დივერსიფიცირებულია, ტურიზმის ინდუსტრია საკმაოდ ჭრელია და საფრთხის შეგრძნებაც ყველასთვის სხვადასხვანაირია. თუმცა, ბუნებრივია, სულ სხვა მდგომარეობაში არიან ის კომპანიები, რომლებიც მხოლოდ ისრაელის ან არაბთა გაერთიანებული საამიროების ბაზარზე იყვნენ ორიენტირებულნი“, - აცხადებს ომიაძე.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ტურისტული ბაზრის დივერსიფიკაციის პარალელურად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ახალი მიმართულებების ათვისებაზე, მათ შორის შუა აზიის ქვეყნებში „როუდ შოუებისა“ და B2B შეხვედრების ორგანიზებაზე, რაც მიზნად ისახავს ახალი პარტნიორების მოზიდვასა და ბაზრის გაფართოებას. მისი თქმით, საქართველო საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე მზარდი რეპუტაციით სარგებლობს, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის უსაფრთხოების იმიჯს, როგორც ერთ-ერთ მთავარ გზავნილს.

„ევროპის ქვეყნებიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, ბრიტანეთიდან დიდი ოდენობით საკმაოდ მაღალი დონის  "ბაიერები" არიან ჩამოსულები. 

დღეს დარგის ერთ-ერთ გავლენიან ბიზნესმენთან მქონდა საუბარი და მან აღნიშნა, რომ საქართველოს რეპუტაცია საერთაშორისო ასპარეზზე თვიდან თვემდე სტაბილურად იზრდება.

მან განსაკუთრებული ხაზი გაუსვა ჩვენს მთავარ გზავნილს - უსაფრთხოებას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი ტრადიციული სტუმართმასპინძლობა და სერვისების ხარისხი, თუმცა უსაფრთხოება არის ის უდიდესი მონაპოვარი, რომელსაც საქართველო მსოფლიოს სთავაზობს და რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან აქტიურად და პოზიტიურად იღებს“, - აცხადებს მაია ომიაძე. 

news banner news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image თბილისში პირველი ქართულ-სლოვაკური ტურიზმის ფორუმი გაიმართა

23.04.2026.10:51

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს, ასევე Slovakia Travel-ის ორგანიზებით პირველი ქართულ-სლოვაკური ტურიზმის ფორუმი ჩატარდა.

ფორუმი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ და საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩმა მატუშ ბუშოვსკიმ გახსნეს.
ფორუმში 20-ზე მეტი ქართული კომპანია და 10-მდე სლოვაკური ტურისტული კომპანია და სასტუმრო მონაწილეობდა.

ფორუმის ფარგლებში ქართული და სლოვაკური ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობები დაემყარებინათ სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.

ფორუმის მიზანია საქართველოში სლოვაკეთიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვა.
თბილისის ფორუმამდე სლოვაკური კომპანიების წარმომადგენლები იმერეთს ესტუმრნენ, შეხვდნენ იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის თანამშრომლებს. შეხვედრაზე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

სლოვაკეთის ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისთვის საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თბილისის ისტორიულ უბნებში ტური გამართა.

2026 წლის იანვრიდან საქართველოსა და სლოვაკეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. ფრენებს ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისსა და ბრატისლავას შორის ასრულებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა