საქართველოს ეკონომიკური ფორუმი საერთაშორისო თანამშრომლობა და 2026 წლის დისკუსიათა სერია
ეკონომიკური ფორუმის ისტორია და საერთაშორისო თანამშრომლობა | გიორგი აბაშიშვილის მიმოხილვა George Abashishvili | საქართველოს ბანკი • Bank of Georgia | Forum Ekonomiczne / Economic Forum;
არჩილ გაჩეჩილაძე, Lion Finance Group-ის აღმასრულებელი დირექტორი;
მარიამ ქვრივიშვილი / საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
2026 წლის ეკონომიკური ფორუმის დისკუსიათა სერია პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გახსნა;
დისკუსიის თემა | გლობალური პოლიტიკური ცვლილებები და ახალი საერთაშორისო ეკონომიკური დღის წესრიგი - გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოსათვის;
შოთა ბერეკაშვილი | პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე;
ნიკოლოზ სამხარაძე | საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
ლევან ვეფხვაძე | საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;
საქართველოს მთავრობა Ambassadori Island Batumi-ს პროექტის მიმდინარეობის შესახებ ვიდეოს აქვეყნებს.
სხვა სიახლეები
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა
13.05.2026.20:30
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა. ემისია 60 მილიონიანი პროგრამის პირველი ტრანშია. ფასიანი ქაღალდები თბილისის საფონდო ბირჟაზე დაილისტება.
ინვესტორების მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, თავდაპირველად განსაზღვრული 7.5 მილიონი ევროს ნაცვლად კომპანიამ 11 მილიონი ევროს ფასიანი ქაღალდები განათავსა.
კუპონის განაკვეთი 6.25%-ით განისაზღვრა, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს კაპიტალის ბაზარზე ევროში დენომინირებული ობლიგაციებისთვის ყველაზე დაბალი განაკვეთია. შედეგად, თეგეტამ 50 საბაზისო პუნქტით გააუმჯობესა 2024 წელს გამოშვებული ობლიგაციების განაკვეთი და ფასიანი ქაღალდების რეფინანსირება მოახდინა.