საქართველოს მთავრობა Ambassadori Island Batumi-ს შესახებ ვიდეოს აქვეყნებს
საქართველოს მთავრობა Ambassadori Island Batumi-ს პროექტის მიმდინარეობის შესახებ ვიდეოს აქვეყნებს;
სულხან თამაზაშვილი | აჭარის მთავრობის თავმჯდომარე;
გოჩა კამკია Gocha Kamkia | Ambassadori Island Batumi-ის გენერალური დირექტორი.
სხვა სიახლეები
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა
13.05.2026.20:30
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა. ემისია 60 მილიონიანი პროგრამის პირველი ტრანშია. ფასიანი ქაღალდები თბილისის საფონდო ბირჟაზე დაილისტება.
ინვესტორების მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, თავდაპირველად განსაზღვრული 7.5 მილიონი ევროს ნაცვლად კომპანიამ 11 მილიონი ევროს ფასიანი ქაღალდები განათავსა.
კუპონის განაკვეთი 6.25%-ით განისაზღვრა, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს კაპიტალის ბაზარზე ევროში დენომინირებული ობლიგაციებისთვის ყველაზე დაბალი განაკვეთია. შედეგად, თეგეტამ 50 საბაზისო პუნქტით გააუმჯობესა 2024 წელს გამოშვებული ობლიგაციების განაკვეთი და ფასიანი ქაღალდების რეფინანსირება მოახდინა.