რეალური დაკავშირებადობის დღის წესრიგზე საქართველოს გარეშე საუბარი შეუძლებელია - მარტა კოსი
რეალური დაკავშირებადობის დღის წესრიგზე საქართველოს გარეშე საუბარი შეუძლებელია, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩრდილოეთში სავაჭრო გზა აღარ არის, ასევე, სამხრეთში ირანში ომის გამო, ამიტომ, საუკეთესო გზა შუა დერეფანია. ჩვენ ჩართული ვართ და ვსაუბრობთ აზერბაიჯანთან და თურქეთთან. ჩვენ სომხეთსა და საქართველოს შორის ელექტრომომარაგების სისტემის ქსელი დავაფინანსეთ. რეალური დაკავშირებადობის დღის წესრიგზე საქართველოს გარეშე საუბარი შეუძლებელია და ამას მოიცავდა პროექტი, რომელიც სომხეთს საშუალებას აძლევს, რომ საკმარისი ელექტროენერგია საქართველოდან მიიღოს. ასე რომ, როდესაც სომხეთს ვესაუბრებით, ჩვენ საქართველოსაც ვითვალისწინებთ, მაგრამ საქართველოს ჩართვა მხოლოდ იმ დონეზე შეგვიძლია, როგორადაც ისინი სხვა სფეროებში ჩართვის სურვილს თავად გამოხატავენ“, - განაცხადა კოსმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
როგორ იქცა ქართული ტრადიცია საერთაშორისო ბრენდად - „ჩირჩხელას“ 10 წლიანი ისტორია და განვითარების გზა
სხვა სიახლეები
American Express-ის მოგებამ პროგნოზირებულ მაჩვენებელს გადააჭარბა - მომხმარებელთა ხარჯების ზრდა სამი წლის მაქსიმუმზეა
23.04.2026.22:55
American Express-მა პირველი კვარტლის მოგების მაჩვენებლებით უოლ სტრიტის მოლოდინებს გადააჭარბა, რადგან მომხმარებლების მიერ მოგზაურობასა და გართობაზე გაზრდილმა ხარჯებმა ბარათებით გადახდების ზრდა ბოლო სამი წლის მაქსიმუმამდე აიყვანა.
მიუხედავად იმისა, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთები და ინფლაციის შესაძლო ზრდის შიში, რომელიც საწვავის გაძვირებას უკავშირდება, ბაზარზე მთავარ ფაქტორებად რჩება, American Express-ის ბიზნესი შედარებით დაცულია, მომხმარებლეთა მაღალმხარჯველუნარიანობის გამო.