დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აჭარაში ტურისტული ნაკადები ყველა სამიზნე ქვეყნიდანაა გაზრდილი - თორნიკე რიჟვაძე

აჭარაში ტურისტული ნაკადები ყველა სამიზნე ქვეყნიდანაა გაზრდილი - თორნიკე რიჟვაძე

2023-07-20 12:05:20

 

რეგიონში უკვე განხორციელდა 1 200 000 მეტი ვიზიტი. რაც შეესაბამება ჩვენს მოლოდინებს, - ამის შესახებ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, დღეს სხდომის დაწყებამდე განაცხადა. 

„მიმდინარე თვეს შემოსულობები გაზრდილია წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 30%-ით, რაც საშუალებას მოგვცემს მეტი პროექტი განვახორციელოთ. საჰაერო რეისები დაემატება რეგიონსა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს“, - აღნიშნა რიჟვაძემ.

მისივე თქმით, ყველა სამიზნე ქვეყნიდან გაზრდილია ტურისტული ნაკადები.

„მათ შორის გერმანიიდან გაზრდილია 12%-ით, ისრაელიდან 25%-ით, ლატვიიდან -241%-ით, ლიეტუვიდან -136%-ით, ყაზახეთიდან -38%-ით, ბრიტანეთიდან-41%-ით, საუდის არაბეთიდან -31%-ით, თურქეთიდან -51%-ით. რაც ნიშნავს, რომ ყველა ის ძალისხმევა, რაც განვახორციელეთ და ის შრომა რაც ჩაიდო, აისახება ამ კონკრეტულ შედეგებთან მიმართებით“,- განაცხადა რიჟვაძემ. 

ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გასაჯაროებული სტატისტიკით, 2023 წლის პირველ ექვს თვეში საქართველოში 2 529 517 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა,

ეს მაჩვენებელი თითქმის 76%-ით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდზე, ხოლო 21%-ით ნაკლები 2019 წლის მაჩვენებელზე. პანდემიამდე პერიოდთან შედარებით აღდგენა 78.3%-ია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები