მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7266.5
0.0044
flag
AZN 1.5802
-0.0006
flag
CNY 39.49
-0.002
flag
EUR 3.16
-0.0036
flag
GBP 3.6552
-0.0069
flag
KZT 58.2
0.0015
flag
TRY 0.0592
-0.0002
flag
USD 2.6859
-0.0015
news banner

Caucasus auto market-ი რუსთავში ახალი სივრცეების დამატებას გეგმავს

news image

ქალაქი რუსთავი ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის ერთგვარი ჰაბია, ამ ეტაპზე სწორედ ამ ლოკაციაზე  გვაქვს დაგეგმილი განვითარება, ახალი სერვისების დამატება და სივრცის კიდევ უფრო მეტად კომფორტული მოწყობა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს Caucasus auto market-ში განუცხადეს.

კავკასიის ავტომარკეტი, „კავკასიის ავტოიმპორტის“ ინოვაციური პროდუქტია, რომელიც ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა.

„ავტომობილის შერჩევისა და ყიდვის რთული და დამღლელი პროცესის გასამარტივებლად კავკასიის ავტომარკეტმა ავტოშოპინგის უნიკალური გამოცდილება ერთ სივრცეში შექმნა. აქ მომხმარებელი იღებს რჩევებს კომპეტენტური და გამოცდილი ადამიანებისგან, ირჩევს და ადარებს ერთმანეთს სასურველ მოდელებს და ყიდულობს როგორც ერთიანი გადახდით, ისე სხვადასხვა, მის საჭიროებებზე მორგებული სალიზინგო პროდუქტებით. ერთ სივრცეში წარმოდგენილია ავტომობილების ფართო ასორტიმენტი - დაწყებული უახლესი მოდელის სედანიდან, გაგრძელებული სანდო, საოჯახო SUV-ებით და დასრულებული ეკოლოგიურად სუფთა ელექტრომობილებით.

შერჩევის პროცესის კიდევ უფრო გასამარტივებლად, ავტომობილები სწორედ, ამ საჭიროებებისა და ბრენდების მიხედვითაა დალაგებული. გარდა სასურველი მოდელის შერჩევისა, მარკეტში გაყიდვების მენეჯერი მომხმარებელს დაეხმარება, მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება. ჩვენ მათ ვაწვდით ავტომობილის შესახებ დეტალურ ისტორიას და ხშირ შემთხვევაში ვუზიარებთ აზრს და ჩვენს შეფასებას ავტომობილის შესახებ“, - აცხადებენ კომპანიაში.

რაც შეეხება Caucasus auto market-ის კონკურენტულ უპირატესობას ბაზარზე, როგორც კომპანიაში განმარტავენ,  ავტომარკეტი არის მომხმარებლების სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული თანამედროვე და კომფორტული სივრცე.

„3000-ზე მეტი ავტომობილი აქ ბრენდის, საჭიროების, დიზაინის, ძრავის და სხვა მახასიათებლების მიხედვითაა განლაგებული ისე, რომ მომხმარებელმა სწრაფად და მარტივად შეარჩიოს მისთვის საჭირო მოდელი. კავკასიის ავტომარკეტის შექმნის მთავარი იდეაა  მომხმარებელმა ერთ სივრცეში, სწრაფად, მარტივად და რაც მთავარია, მისი საჭიროებებიდან და სურვილებიდან გამომდინარე მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება და შეიძინოს მასზე იდეალურად მორგებული ავტომობილი“, - აცხადებენ კომპანიაში.

როგორც Caucasus auto market-ის სტატისტიკა აჩვენებს, 2024 წლის I კვარტლის შემდეგ ავტომობილების გაყიდვების მაჩვენებელი 20%-ით არის გაუმჯობესებული. 

„რაც იმას ნიშნავს, რომ პრეფიციტი თანდათან იკლებს.  არსებული მონაცემებით ბესტსელერი მოდელებია: Hyundai Elantra, Volkswagen Jetta, Toyota Camry , Chevrolet Cruze“ - აცხადებენ კომპანიაში.

რაც შეეხება ბაზრის ტენდენციას, მოთხოვნა შედარებით ახალ ავტომობილებზე (2015 წლიდან ზევით) გაიზარდა.

„ავტომობილი მომხმარებლისთვის აღარ არის 5-6 წლიანი ციკლის პროდუქტი, ისინი მოიაზრებენ, რომ უფრო ადრე უნდა განაახლონ საკუთარი ავტომობილი, შესაბამისად აქაც მოთხოვნა ბიუჯეტური ფასების ავტომობილებზეა, საშუალოდ 7000-10000$-ის ფარგლებში“, - აცხადებენ კომპანიაში.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა