დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ამ გამარჯვებით, კიდევ ერთი ბიძგი მიეცით ჩვენს ეკონომიკას - იოსებ ტყემალაძე 21-წლამდე საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს

ამ გამარჯვებით, კიდევ ერთი ბიძგი მიეცით ჩვენს ეკონომიკას - იოსებ ტყემალაძე 21-წლამდე საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს

2023-06-22 16:16:22

საქართველოს რაგბის კავშირის თავმჯდომარე, იოსებ ტყემალაძე 21-წლამდე საფეხურთო ნაკრებს პორტუგალიასთან გამარჯვებას ულოცავს. 

„ქართული რაგბი, მთელი ქვეყანა გილოცავთ და თქვენს გვერდში ვართ ამ საამაყო გამარჯვების საზეიმოდ. თქვენ არათუ მორიგი მნიშვნელოვანი საფეხბურთო მატჩი მოიგეთ, არამედ აჩვენეთ მსოფლიოს რომ საქართველო განვითარების სწორ გზას ადგას და ამით კიდევ ერთი ბიძგი მიეცით ჩვენს ეკონომიკას:

სპორტული მიღწევები ქვეყანაში მწყობრი და სწორი მუშაობის გარეშე არ ხდება და თითოეული გამარჯვებაც სწორედ ამის განაცხადია. ქართული ფეხბურთიც და რაგბიც ეკონომიკის განუყოფელი ნაწილებია, ახალგაზრდები კი - მთავარი მამოძრავებელი ძალა. რამდენიმე დღეში თქვენი თანატოლები რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოდიან, ერთად ვუგულშემატკივროთ და ვუსურვოთ მათაც გამარჯვება.” - იოსებ ტყემალაძე. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები