დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ARKAN Property-სა და DEKA DEVELOPMENT-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

ARKAN Property-სა და DEKA DEVELOPMENT-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

2024-04-15 17:58:00

უძრავი ქონების კომპანია ARKAN Property-სა და დეველოპერულ კომპანია DEKA DEVELOPMENT-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

 

თანამშრომლობა გულისხმობს უძრავი ქონების, გაყიდვებისა და ინვესტიციების თაობაზე სტრატეგიული და გლობალური პარტნიორობის გაღრმავებას. 

 

მემორანდუმი ხაზს უსვამს უძრავი ქონების რეგიონულ და საერთაშორისო ბაზრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.

 

თანამშრომლობა მიზნად ისახავს პროექტების განვითარებისთვის, ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას, რათა მხარი დაუჭიროს და დააჩქაროს ეფექტური და კონკურენტუნარიანი რეგიონალური უძრავი ქონების ბაზრის ჩამოყალიბება.

 

მხარეები ეცდებიან გააძლიერონ თანამშრომლობა უძრავი ქონებითა და სერვისებით ვაჭრობის განვითარების, ხელსაყრელი და მიმზიდველი ბიზნეს კლიმატის შექმნისა და ინვესტიციების და მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით. მხარეები შეეცდებიან განახორციელონ აქტივობები საქართველოსა და ევროპულ და არაბულ ქვეყნებს შორის გაყიდვებისა და საინვესტიციო ურთიერთობების ჩარჩოს მოდერნიზაციის ხელშეწყობისა და გაძლიერების მიზნით, უძრავი ქონების ბაზრის პირობების გასაუმჯობესებლად. ასევე, წარადგინონ საქართველო საერთაშორისო პლატფორმებზე და მოიზიდონ ახალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.

 

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ARKAN Property-ს გაყიდვების დირექტორმა თინათინ ფიცხელაურმა და DEKA DEVELOPMENT-ის კომერციულმა დირექტორმა სოფო ნადირაძემ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები