დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევის გამო ბიუჯეტში 51%-ით მეტი თანხა შევიდა

არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევის გამო ბიუჯეტში 51%-ით მეტი თანხა შევიდა

2024-01-31 11:00:00

არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევის გამო 2023 წელის ბიუჯეტში, ჯარიმებისა და საურავების სახით, 15,330,296.61 ლარი შევიდა. 2022 წელს ეს მაჩვენებელი 10,158,343.66 ლარს შეადგენდა, შესაბამისად ერთი წლის განმავლობაში არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევის გამო ბიუჯეტში 51%-ით მეტი თანხა შევიდა.

აღსანიშნავია, რომ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევის გამოწერილი ჯარიმებიდან და საურავებიდან შესული თანხა 2022 წლიდან პირდაპირ ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტში მიემართება.

არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევის გამო ბიუჯეტში შესული თანხები წლიდან წლამდე მზარდია.

  • 2023 წელი - 15,330,296.61 ლარი,
  • 2022 წელი - 10,158,343.66 ლარი,
  • 2021 წელი - 7,218,062.36 ლარი,
  • 2020 წელი - 5,643,956.71 ლარი.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები