დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, მოდის საერთაშორისო გამოფენაზე - Who’s Next ქართული ბრენდები პირველად წარდგნენ

„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, მოდის საერთაშორისო გამოფენაზე - Who’s Next ქართული ბრენდები პირველად წარდგნენ

2024-01-25 11:38:00

20-22 იანვარს, საფრანგეთის დედაქალაქში მოდის საერთაშორისო გამოფენა Who’s Next გაიმართა, რომელზეც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ექსპორტზე ორიენტირებული ქართული ბრენდები პირველად წარდგნენ. 

სააგენტოს ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, ასევე საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციის (GAFA) მხარდაჭერით,  აღნიშნული გამოფენა საგანგებოდ შეირჩა დამწყები ექსპორტიორი კომპანიებისთვის და უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს მათ ახალი საექსპორტო ბაზრების  ასათვისებლად.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ექვსმა დიზაინერმა საქართველოდან: Newtorso; god__era, „კოსმო“; „რუმორი“; Patsatsia Nini და „კაბა“.

Who’s Next მოდის საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც პარიზში წელიწადში ორჯერ იმართება. შოურუმს ყოველ სეზონზე 45 000-მდე ვიზიტორი სტუმრობს, რომელთა 70% ვერიფიცირებული შემსყიდველია. Who’s Next-ზე წარმოდგენილია, როგორც დამოუკიდებელი და დამწყები დიზაინერების ნამუშევრები, ისე ცნობილი ბრენდებიც. მაღალი რეპუტაციის მქონე ღონისძიებაში მონაწილეობა, ქართველ დიზაინერებს საშუალებას აძლევს გაეცნონ ახალ ტრენდებს, მარტივად დაუკავშირდნენ ბაიერებსა და გაზარდონ საექსპორტო პოტენციალი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

19 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები