დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„მონოლით გრინ სითი“-ს პროექტი მიმზიდველია საინვესტიციოდაც, რადგან ტურისტულ ლოკაციასთან ახლოსაა - „მონოლით ჯგუფი“

„მონოლით გრინ სითი“-ს პროექტი მიმზიდველია საინვესტიციოდაც, რადგან ტურისტულ ლოკაციასთან ახლოსაა - „მონოლით ჯგუფი“

2024-05-06 09:00:00

დეველოპერული კომპანია „მონოლით ჯგუფი“ თბილისში, ორთაჭალაში, აბანოთუბანთან ახლოს „მონოლით გრინ სითი“-ს პროექტს ახორციელებს.

როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი სალომე როსტიაშვილი ამბობს, საცხოვრებელი კომპლექსი მასშტაბურია, საინტერესოა როგორც საცხოვრებლად, ისე ინვესტირების მიზნით.

„გვაქვს მიმდინარე პროექტი „მონოლით გრინ სითი“, რომელიც მდებარეობს ორთაჭალაში აბანოთუბანთან ახლოს მდებარეობს. ეს არის 12 ჰექტარზე განთავსებული პროექტი, რომელიც 21 საცხოვრებელ ბლოკს მოიცავს. „მონოლით გრინ სითი“-ს ნაწილი დასრულებულია და საბოლოო სახეს 2024 წლის დეკემბერში მიიღებს“, - განაცხადა სალომე როსტიაშვილმა.

კომპანიის გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორის შეფასებით, პროექტის მთავარი კონკურენტული უპირატესობაა პროექტის ინფრასტრუქტურა. კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსდება აუზი, ბაღი, სკოლა და სარბენი ბილიკები.

„მნიშვნელოვანია, რომ საცხოვრებელი სახლები რეკრეაციულ ზონაშია განთავსებული. სართულიანობა არ არის მაღალი 5-დან მაქსიმუმ 12-ე სართულამდე. ბინები სხვადასხვა კვადრატულობისაა, რაც საინტერესოს ხდის პროექტს, როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციო მიმართულებით, რადგან ახლოს არის ტურისტულ ლოკაციასთან. გაყიდვები დაწყებული გვაქვს. თუმცა კიდევ გვაქვს დარჩენილი ბინები, რადგან სამშენებლო ფართის მოცულობა დიდია.

საცხოვრებელ ბინებზე მოთხოვნა დიდია. ფართებს ძირითადად საქართველოს მოქალაქეები ყიდულობენ. კვადრატული მეტრის ღირებულება $1020-დან იწყება“,- განაცხადა სალომე როსტიაშვილმა.

საცხოვრებელ კომპლექსში ბინები ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობით. „მონოლით ჯგუფი“ 2013 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე და 9 შესრულებული პროექტი აქვს. კომპანია აშენებს მხოლოდ თბილისში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები