დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აზერბაიჯანის ინტერესი საქართველოს მიმართ, არის აქტივი რომელიც ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ - გიორგი ხიშტოვანი

აზერბაიჯანის ინტერესი საქართველოს მიმართ, არის აქტივი რომელიც ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ - გიორგი ხიშტოვანი

2023-10-22 15:00:30

აზერბაიჯანის ინტერესი საქართველოს მიმართ, არის აქტივი რომელიც ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ,  - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს PMC კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი ხიშტოვანმა განუცხადა.

როგორც ხიშტოვანი ამბობს, აზერბაიჯანს საქართველოს გარეშე გაუჭირდება იმ ენერგეტიკულ ბაზრებზე გასვლა, რომელიც ოფიციალური ბაქოს ინტერესშია.

„აზერბაიჯანის უჩვენოდ გაუჭირდება იმ ენერგეტიკულ ბაზრებზე გასვლა, რომელიც მის ინტერესშია. აქედან გამომდინარე პრეზიდენტ ალიევის ინტერესი, რომ საქართველოს ხშირად ეწვიოს სწორედ ამაზე მეტყველებს. ჩვენ მათთვის საინტერესოები ვართ და ეს არის აქტივი რომელიც ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ“, - აცხადებს ხიშტოვანი.

PMC კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ პირველი სარგებელი, რომელსაც საქართველო აზერბაიჯანთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებით მიიღებს, არის მსოფლიო რუკაზე თავის დამკვირდება.

„როდესაც ცენტრალური აზია, ჩინეთი ეძებს ალტერნატიულ სავაჭრო გზებს, რათა რუსეთზე დამოკიდებულება შეამციროს, საქართველომ უნდა გამოიყენოს შესაძლებლობა და დაფიქსირდეს როგორც სანდო პარტნიორი, ერთი მხრივ ევროკავშირელი მეგობრებისთვის და მეორე მხრივ ჩვენი მეზობლების თვალში, ცენტრალურ აზიაში. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, იმისთვის რომ საქართველო დაფიქსირდეს მსოფლიო რუკაზე როგორც სუბიექტი, რომელსაც აქვს უნარები მსოფლიო ვაჭრობაში შეიტანოს წვლილი“, - ამბობს გიორგი ხიშტოვანი.

ხიშტოვანს მიაჩნია, რომ ნებისმიერი ახალი ეკონომიკური შეთანხმებისას ყველა სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს, რომ შეთანხმება იყოს მისი მოსახლეობის ინტერესში, ნებისმიერ პარტნიორთან უნდა დაფიქსირდეს, რომ საქართველომ უნდა ნახოს სარგებელი.

ავტორი: სოფო ბერიძე

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 საათის წინ

2 საათის წინ

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები