დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აზერბაიჯანული ნავთობის 74% მსოფლიო ბაზრებზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით გავიდა

აზერბაიჯანული ნავთობის 74% მსოფლიო ბაზრებზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით გავიდა

2023-06-03 12:00:33

აზერბაიჯანში დღემდე წარმოებული 654 მილიონი ტონა ნავთობიდან 484 მილიონი ტონა მსოფლიო ბაზრებზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით გავიდა ექსპორტზე.

ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ხოშბახტ იუსიფზადემ ბაქოს ენერგეტიკული ფორუმის მეორე დღეს გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, კასპიის ზღვის აზერბაიჯანულ სექტორში მდებარე ნავთობისა და გაზის საბადოების აზერი-ჩირაგ-გუნეშლის (ACG) განვითარების დაწყებიდან 2023 წლის 1-ელ მაისამდე 573 მილიონი ტონა ნავთობი იყო წარმოებული..

დღეისათვის ACG საბადოების ბლოკიდან 208 მილიარდი კუბური მეტრი გაზია მოპოვებული. 

1768 კმ სიგრძის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის BTC მილსადენი ექსპლუატაციაშია 2006 წლის ივნისიდან.

ამჟამად, BTC მილსადენს აზერბაიჯანიდან გადააქვს ნავთობი აზერი-ჩირაგ-გუნაშლიდან (ACG) და კონდენსატი შაჰ-დენიზიდან. გარდა ამისა, მილსადენი ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენს თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები