დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით გადაზიდული ყაზახური ნავთობის მოცულობა ცნობილია

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით გადაზიდული ყაზახური ნავთობის მოცულობა ცნობილია

2023-09-05 12:30:08

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით ყაზახეთის პორტ აქტაუდან 2,1 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდა.

ინფორმაციას ყაზახეთის ეროვნული რკინიგზის კომპანია ავრცელებს.

სტატისტიკის მიხედვით, ყაზახური ნავთობის მიწოდება BTC-ით საანგარიშო პერიოდში 58%-ით გაიზარდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

სულ რაღაც 7 თვეში აქტაუს კომერციულმა საზღვაო პორტმა 2,6 მილიონ ტონაზე მეტი მშრალი და ნავთობის ტვირთი გადაიტანა. ეს 24%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

მითითებულ პერიოდში პორტის გავლით 142 ათასი ტონა მარცვლეული, 114 ათასი ტონა ლითონი, 13 ათასზე მეტი კონტეინერი გადაიტანეს. ფერადი ლითონების ექსპორტის ზრდის გამო 87%-ით გაიზარდა ლითონის ნაწარმის ტრანსპორტირება აქტაუს პორტით.

შეგახსენებთ, რომ ყაზახურმა KazMunayGas-მა (KMG) Emirati AD Ports Group-ისგან 3 ტანკერი შეიძონა, რომლებიც  ყაზახური ნავთობის კასპიის ზღვის გავლით ტრანსპორტირებისთვის იქნება გამოყენებული.

1768 კმ სიგრძის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის BTC მილსადენი ექსპლუატაციაშია 2006 წლის ივნისიდან.

ამჟამად, BTC მილსადენს აზერბაიჯანიდან გადააქვს ნავთობი აზერი-ჩირაგ-გუნაშლიდან (ACG) და კონდენსატი შაჰ-დენიზიდან. გარდა ამისა, მილსადენი ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენს თურქმენეთიდან, ყაზახეთიდან და რუსეთიდან.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები