დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბაკურიანში დალაგების სამდღიანი ფესტივალი იმართება

ბაკურიანში დალაგების სამდღიანი ფესტივალი იმართება

2023-05-30 16:09:02

3-5 ივნისს დაბა ბაკურიანში, რამდენიმე ასეული მოხალისე თბილისიდან და გორიდან, ადგილობრივი მოსახლეობა და სკოლის მოსწავლეები ბაკურიანის ტყეებს, მინდვრებსა და გზისპირებს დაალაგებენ.

„სამდღიანი დასუფთავების აქცია საფუძველს დაუდებს ყოველწლიურ დალაგების ფესტივალს ბაკურიანში და საქართველოს სხვა კურორტებზე“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ორგანიზაცია „სადაგის“ ( საქართველოს დამლაგებელთა გილდია) კომუნიკაციის მენეჯერმა მარიამ მესტუმრემ განუცხადა.

„ვცდილობთ შევცვალოთ დანაგვიანების ჩვევა და ადამიანებს ვასწავლოთ რომ ნარჩენები არ დაყარონ. უკვე ორი წელია რაც ვოპერირებთ და თვეში ერთხელ ან ორჯერ, ვირჩევთ და ვალაგებთ ტერიტორიას.

გასულ წელს მსგავსი აქცია გუდაურში გვქონდა. სწორედ იქ გაჩნდა დალაგების ფესტივალის იდეა. გუდაურში აქტიურად ჩაერთნენ ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები. მათ გვიმასპინძლეს, თუმცა მოხალისეები თბილისიდან და გორიდან ჩვენ წავიყვანეთ.

ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ თოვლის დნობის შემდეგ, აქტიურად ჩაგვეტარებინა ზამთრის კურორტებზე დალაგების ფესტივალი. ბაკურიანში ლოკაციების შერჩევაში დაგვეხმარა ჩვენი ორგანიზაციის წევრი ავსტრალიელი კაპიტანი, რომელიც ახლა იქ ცხოვრობს და ამ პროექტის მენეჯერია“, - ამბობს მარიამ მესტუმრე. 

„სადაგის“ კომუნიკაციის მენეჯერის ინფორმაციით, უფასო ტრანსპორტირებისთვის მოხალისეებიის ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. ამიტომ, მოხალისეებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ. 

ორგანიზაციის ცნობით, უფასო ავტობუსები ხელმისაწვდომია პირველი 90 რეგისტრირებული მოხალისესათვის თბილისიდან და ბორჯომიდან შაბათს დილით 3 ივნისს და კვირას საღამოს სახლში დასაბრუნებლად.
ავტობუსები უკან გაემგზავრებიან კვირას, 4 ინისს 18:00 საათზე სასტუმრო „კრისტალიდან“.

„გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მოხალისეებმა, რომლებიც არ მოხვდნენ პირველ რეგისტრირებულ 90 ადამიანში, უნდა გამოიყენონ ფასიანი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ან კერძო ავტომობილი“, - აცხადებენ „სადაგში“.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები