დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბარიარტრიული ოპერაცია საკმაოდ მძიმე ქირურგიული ჩარევაა, ნებისმიერ შემთხვევაში არ უნდა კეთდებოდეს - ზურაბ აზარაშვილი

ბარიარტრიული ოპერაცია საკმაოდ მძიმე ქირურგიული ჩარევაა, ნებისმიერ შემთხვევაში არ უნდა კეთდებოდეს - ზურაბ აზარაშვილი

2023-08-21 18:56:58

პაციენტს თუ აქვს შესაბამისი წონის ინდექსი, თანმხლები დაავადებები და ა.შ. მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეეძლებათ ბარიარტრიული ოპერაციის გაკეთება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა  განაცხადა.

„მოგეხსენებათ, ხშირად გვესმის, რომ ბარიარტრიული ოპერაციები ქვეყანაში სხვადასხვა ადამიანს უკეთდება და შესაბამისი წესი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტანდარტების მიხედვით დავნერგეთ. პაციენტს თუ აქვს შესაბამისი წონის ინდექსი, თანმხლები დაავადებები და ა.შ. მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეეძლებათ ბარიარტრიული ოპერაციის გაკეთება, რადგან მოგეხსენებათ, რომ ეს საკმაოდ მძიმე ქირურგიული ჩარევაა, ნებისმიერ შემთხვევაში არ უნდა კეთდებოდეს და ამიტომ მკაცრად განვსაზღვრეთ ის წესი, რა პირობის და კრიტერიუმების შესრულების შემთხვევაში გაკეთდება ეს ოპერაცია“, - აღნიშნა მინისტრმა. 

 

უახლესი

10 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები