დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბათუმში მაღალი კლასის სასტუმრო Best Western Plus Batumi გაიხსნა

ბათუმში მაღალი კლასის სასტუმრო Best Western Plus Batumi გაიხსნა

2024-04-03 15:00:00

ბათუმის მაღალი კლასის სასტუმროებს კიდევ ერთი Best Western Plus Batumi-ი შეემატა. სასტუმრო აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარეობს და ის 148 სასტუმრო ოთახზეა გათვლილი.

„148 სასტუმრო ოთახი, რომელიც გთავაზობთ მრავალფეროვან კატეგორიებს მათ შორის საოჯახო, დელუქსი და ლუქსი. ჩვენი სასტუმრო აკმაყოფილებს ყველა პრიორიტეტს. აღმოაჩინეთ დასვენების და რელაქსაციის შეუდარებელი ადგილი და უნაკლო მომსახურება“, - აცხადებენ სასტუმროში. 

მარტის განმავლობაში Best Western Plus Batumi-ში ორ ადგილიანი ნომრის ფასი, საუზმით 80-90 დოლარს შეადგენდა. 

„ამ დროისთვის ფასები 70-120 $ ფარგლებშია, თარიღებისა და ოთახის კატეგორიების მიხედვით. ვინაიდან 9 კატეგორიის ოთახი გვაქვს, აქედან გამომდინარე ფასთა კატეგორიაც მრავალფეროვანია. ჯავშვნები გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით. ველოდებით ყველას“,- განაცხადა Business Insider Georgia-სთან  Best Western Plus Batumi-ის გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერმა ნანუკა გორგილაძემ. 

BWH HOTELS არის წამყვანი გლობალური სტუმართმოყვარეობის სივრცე, რომელიც შედგება სამი სასტუმრო კომპანიისგან მათ შორის WorldHotels, Best Western Hotels & Resorts და SureStay Hotels. გლობალური საწარმო ამაყობს რომ 4300 სასტუმროთი 100-ზე მეტ ქვეყანაში არის წარმოდგენილი. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

12 საათის წინ

12 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები