დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბათუმში მარტში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 10%-ით გაიზარდა და კვ/მ-ზე 992 დოლარი შეადგინა

ბათუმში მარტში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 10%-ით გაიზარდა და კვ/მ-ზე 992 დოლარი შეადგინა

2024-04-17 10:00:00

ბათუმში 2024 წლის მარტში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 18%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 28%-იანი კლება დაფიქსირდა.  

Colliers Georgia-ს ინფორმაციით, ბათუმში მარტში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 10%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 992 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 2%-ით, 689 აშშ დოლარამდე შემცირდა.

მარტში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის მარტთან შედარებით 20%-ით, 1,185 ერთეულამდე შემცირდა, ბაზრის ზომა კი 14%-ით შემცირდა და 56 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

მარტში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,127 ერთეული შეადგინა და წინა წლის მარტთან შედარებით 11%-იანი შემცირება დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 7%-ით, 199 მილიონ აშშ დოლარამდეა შემცირებული. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები