დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბაზარზე ახალი ბრენდი „მოჩი ბათუმი“ გამოჩნდა - როგორ ვითარდება და რა გეგმები აქვს ოჯახურ ბიზნესს

ბაზარზე ახალი ბრენდი „მოჩი ბათუმი“ გამოჩნდა - როგორ ვითარდება და რა გეგმები აქვს ოჯახურ ბიზნესს

2024-03-19 18:00:00

ბრენდი „მოჩი ბათუმი“ადგილობრივ ბაზარზე ორი კვირა გამოჩნდა და სამომავლოდ ბიზნესის გაფართოებას გეგმავს. ოჯახური ბიზნესი ბათუმში, მოჩის იაპონურ დესერტზე გაჩენილ მოთხოვნას პასუხობს და გაყიდვები ყოველდღე იზრდება.

როგორც Business Insider Georgia-სთან ბრენდის დამფუძნებელი ქეთევან ჟუჟიაშვილი ამბობს, ამ დროისთვის 8 დასახელების მოჩს აწარმოებენ, თუმცა სამომავლოდ ასორტიმენტს გაზრდიან.

„ეს დესერტი უცხოეთში გავსინჯეთ, შემდეგ როცა სამშობლოში დავბრუნდით, გადავწყვიტეთ დესერტის მომზადება თავად გვესწავლა. ვიყიდეთ ონლაინ კურსები და ამ ბიზნესში თავდაპირველმა ინვესტიციამ 2 000 ლარი შეადგინა“, - ამბობს ქეთევან ჟუჟიაშვილი. 1-ცალი მოჩი 6 ლარი ღირს, ხოლო 6 ცალის შეძენის შემთხვევაში 5-ლარია. „მოჩის დამზადება არ არის მარტივი. იაპონური დესერტისთვის საჭირო ინგრედიენტები საქართველოში არ იშოვება და ამერიკიდან ვიწერთ, რაც წარმოებას აძვირებს. გვაქვს 8 განსხვავებული გემო, ესენია კივი, შოკოლადი, ვანილი, მოჰიტო, მანგო, მარაკუია, ქოქოსი, ლიმონი და შოკოლადი ალუბალში“, - ამბობს ბრენდის დამფუძნებელი.

ამ დროისთვის ბრენდი მოჩის მოსამზადებლად იმპორტირებულ ინგრედიენტებს იყენებს, თუმცა სეზონზე იმპორტირებულ ხილს ადგილობრივით ჩაანაცვლებენ. რაც შეეხება კონკურენტულ უპირატესობას, როგორც ბრენდის დამფუძნებელი ამბობს, არ იყენებენ ხელოვნურ ინგრედიენტებს და მოჩის მომზადებისას ყველა პროდუქტი ნატურალურია.

ამ დროისთვის დღეში, ონლაინ, 30 ცალ მოჩს ყიდიან და აქვთ მოლოდინი რომ პროდუქტზე მოთხოვნა ხარისხიდან გამომდინარე კიდევ უფრო გაიზრდება. სამომავლოდ კი ბათუმში კაფეს გახსნას გეგმავენ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

4 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები