დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სამშენებლო მასალების მომწოდებლებს ბიზნესის გაციფრულებასა და ონლაინ გაყიდვებში ვეხმარებით - Buildy

სამშენებლო მასალების მომწოდებლებს ბიზნესის გაციფრულებასა და ონლაინ გაყიდვებში ვეხმარებით - Buildy

2024-04-26 17:34:00

საქართველოში, სამშენებლო მასალების პირველი აპლიკაცია Buildy უკვე სამი თვეა რაც ონლაინ სივრცეში ოპერირებს. 

კომპანიის დირექტორი თეო ზანგურაშვილი Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ მათი მიზანია, საქართველოს ბაზაზე ყველა სამშენებლო და სარემონტო მასალის მომწოდებელი კომპანია ერთ სივრცეში გააერთიანონ და შედეგად მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, რომ აპლიკაციიდან სხვადასხვა მომწოდებლის პროდუქცია ონლაინ შეიძინოს, შემდეგ კი ყველაფერს ერთი კურიერი მიუტანს ადგილზე. 

„სამშენებლო მასალების მომწოდებლებს ბიზნესის გაციფრულებასა და ონლაინ გაყიდვებში ვეხმარებით. სამი თვის განმავლობაში უკვე 25-ზე მეტი მომწოდებელია ჩვენი აპლიკაციის პარტნიორი. ჩვენთან თანამშრომლობს მასშტაბური ზომის ჰიპერმარკეტი „გორგია“, და „ნოვა“. ასევე ჩვენი პარტნიორები არიან მცირე ზომის კონკრეტული სპეციფიკური პროდუქციის მომწოდებლები, მაგალითად ELPLUS-ი და ა.შ.“, - ამბობს კომპანიის დირექტორი. 

მისი თქმით, ამ სამი თვის განმავლობაშიც მომხმარებლის მხრიდან მზარდი მოთხოვნა დაფიქსირდა. 

„თითქმის ყველა ტიპის შეკვეთა დაფიქსირდა აპლიკაციაში და ვგეგმავთ რომ პროდუქტის ასორტიმენტი გავაფართოოთ და ტექნოლოგიურად ჩვენი პლატფორმა ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური იქნება სამშენებლო სფეროში“, - ამბობს თეო ზანგურაშვილი. 

მისი თქმით, Buildy-ის აპლიკაციას, რამდენიმე ახალი ფუნქცია დაემატება, ახლა სამუშაო პროცესია და მეტ დეტალს არ ასაჯაროებენ. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები