დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბოლო წლებში ზრდის საკმაოდ მაღალი ტემპები აქვს, რაც ადასტურებს იმ ჭეშმარიტებას, რომ სწრაფი ეკონომიკური განვითარების მთავარი ფაქტორი არა რომელიმე გაერთიანების წევრობა, არამედ ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკაა - სოსო არჩვაძე

ბოლო წლებში ზრდის საკმაოდ მაღალი ტემპები აქვს, რაც ადასტურებს იმ ჭეშმარიტებას, რომ სწრაფი ეკონომიკური განვითარების მთავარი ფაქტორი არა რომელიმე გაერთიანების წევრობა, არამედ ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკაა - სოსო არჩვაძე

2024-01-29 13:21:00

როგორც ქვეყნის განვითარების დონის, ისე მოსახლეობის კეთილდღეობის ინდიკატორის სიდიდე დამოკიდებულია ორ ურთიერთდაკავშირებულ გარემოებაზე, რომელთაგან ერთი ეკონომიკური, მეორე კი არაეკონომიკური - პოლიტიკურია., ესენია: ეფექტიანი პოლიტიკის საფუძველზე უზრუნველყოფილი ეკონომიკური ზრდა და სამშვიდობო გარემო. სწორედ ამ ორ გარემოებაზე იყო გამახვილებული ყურადღება ბატონ ირაკლი კობახიძის სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციაში, - წერს ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში.

ხელისუფლების მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად საქართველოს ეკონომიკის განვითარების დინამიზმი გახდა იმის მთავარი პირობა, რომ ეკონომიკური განვითარების დონით საქართველომ მსოფლიოში, 21-ე საუკუნის დასაწყისთან შედარებით, 30-ზე მეტი ადგილით წაიწია წინ.

„ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონე განისაზღვრება მოსახლეობის ერთ სულზე წარმოებული საქონლისა და მომსახურების ღირებულების ჯამური სიდიდით, ამ ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობა კი - თუ რამდენად ეფექტიანადაა და სამართლიანადაა განაწილებული აღნიშნული დოვლათი ქვეყნის მცხოვრებლებზე. როგორც ერთი (ქვეყნის განვითარების დონე), ისე მეორე (მოსახლეობის კეთილდღეობა) ინდიკატორის სიდიდე დამოკიდებულია ორ ურთიერთდაკავშირებულ გარემოებაზე, რომელთაგან ერთი ეკონომიკური, მეორე კი - არაეკონომიკური - პოლიტიკურია. - ესენია: ეფექტიანი პოლიტიკის საფუძველზე უზრუნველყოფილი ეკონომიკური ზრდა და სამშვიდობო გარემო. - სწორედ ამ ორ გარემოებაზე იყო გამახვილებული ყურადღება ბატონ ირაკლი კობახიძის სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ბოლო წლებში ზრდის საკმაოდ მაღალი ტემპები აქვს, რის საფუძველზე იგი თანდათან ძლევს იმ ჩამორჩენას, რაც მას გააჩნდა საბაზრო ეკონომიკის მოწინავე ქვეყნებთან. მაგალითად, მოსახლეობის ერთ სულზე საქართველოს ეკონომიკა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის დაახლოებით 40 პროცენტის დონეზეა, მაშინ როდესაც, 2010 წელს 24.6 პროცენტის დონეზე იყო, ხოლო საუკუნის დასაწყისში, 2000 წელს - 13.6 პროცენტის დონეზე. შეიძლება ითქვას, რომ ამ საუკუნეში, განსაკუთრებით 2010-იანი წლებიდან, საქართველო აღნიშნულ ჩამორჩენას ყოველწლიურად დაახლოებით 1.1-1.2 პუნქტით ამცირებს. ეს ცალსახად ადასტურებს იმ ჭეშმარიტებას, რომ ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების მთავარი ფაქტორი არა რომელიმე გაერთიანების წევრობა, არამედ ხელისუფლების მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკაა.

აღნიშნული დინამიზმი გახდა იმის მთავარი პირობა, რომ ეკონომიკური განვითარების დონით საქართველომ მსოფლიოში, ამ საუკუნის დასაწყისთან შედარებით, 30-ზე მეტი ადგილით წაიწია წინ.

ხელისუფლების თანამედროვე ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი შედეგები შეიძლება გამოისახოს რამდენიმე ასპექტით:
ა) ეკონომიკის მდგრადი და მაქსიმალურად მაღალი ტემპებით ზრდა, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის ჩამორჩენის თანდათან დაძლევას და მოსახლეობის კეთილდღეობის სტაბილურ და შეუქცევად ამაღლებას;
ბ) მოსახლეობის ყველაზე დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის შემოსავლების წინმსწრები ზრდა ეკონომიკის ზრდასთან შედარებით. - ეს ეფუძნება შრომის ანაზღაურების მატებას, შრომის მწარმოებლურობისა და მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლების, სწავლების, პროფესიული-უნარ-ჩვევების განვითარებისა და სრულყოფის გზით;
გ) ფართომასშტაბიანი სოციალური პროექტების რეალიზაცია, რაც გულისხმობს სოციალური ხარჯების (განათლება, ჯანდაცვა, სოციალური დაცვა) მნიშვნელოვან წინმსწრებ ზრდას საბიუჯეტო ხარჯების ზრდასთან შედარებით. ბოლო წლებში საბიუჯეტო ხარჯების მატების ყოველი ლარიდან 70 თეთრამდე სწორედ ამ მიმართულებებზე მოდიოდა.

უახლესი წლების სტრატეგია გულისხმობს საქართველოს მაღალშემოსავლიან ქვეყნად გადაქცევას და სიღარიბის ამჟამინდელი სტანდარტებისა და გამოხატულების აბსოლუტურ დამარცხებას, ბუნებრივია მშვიდობისა და ქართული საზოგადოების აღმშენებლობითი პროცესის შენარჩუნების პირობებში“, - წერს სოსო არჩვაძე Facebook-ზე.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები