დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Brand Finance-მა მსოფლიოში 5 ყველაზე ძვირადღირებული ავიაკომპანია დაასახელა

Brand Finance-მა მსოფლიოში 5 ყველაზე ძვირადღირებული ავიაკომპანია დაასახელა

2023-05-29 10:06:03

 

Brand Finance-ის მიხედვით, ყველაზე ძვირფასი ბრენდების რეიტინგში მსოფლიოს ავიაკომპანიებს შორის უკვე მეხუთე წელია ამერიკული Delta Air Lines-ი ლიდერობს.

ბრენდის ღირებულება გასულ წელს 22%-ით გაიზარდა და $8,9 მილიარდს მიაღწია.

გასულ წელთან შედარებით ხუთეული უცვლელი დარჩა:

  • Delta Air Lines-ი (+ 22%, $8,9 მილიარდი)
  • American Airlines Group -ი (+35.5%, $8.5 მილიარდამდე),
  • United Airlines Holdings-ი (+42%, $7.8 მილიარდი),
  • Emirates -ი (+2.4%, $5.1 მილიარდი)
  • Southwest Airlines. Co. (-4,6%, $4,7 მილიარდამდე).

ჩინურმა ავიაკომპანიებმა China Southern Airlines-მა და China Eastern Airlines-მა გააუმჯობესეს თავიანთი რეიტინგები და მეექვსე-მეშვიდე ადგილები გაინაწილეს.

China Southern-ი წლის განმავლობაში 39,5%-ით - 3,23 მილიარდ დოლარამდე გაძვირდა, China Eastern-ი კი თითქმის 26%-ით, 2,85 მილიარდ დოლარამდე. ამ ქვეყნის კიდევ ერთი წარმომადგენელი Air China დარჩა მეცხრე ადგილზე. ავიაკომპანია +9,3%-ით 2,6 მილიარდ დოლარამდე გაძვირდა.

Air Canada-მ მეექვსედან მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა (+2,9%, $2,58 მილიარდამდე), ხოლო Qatar Airways მეჩვიდმეტედან მეათე პოზიციაზე (+22,6%, $2,47 მილიარდამდე) დაწინაურდა.

გერმანიის Lufthansa და იაპონური ANA გამოვარდნენ ტოპ 10-დან და მეცამეტე-მეთერთმეტე ადგილები გაინაწილეს.

რუსულმა აეროფლოტმა შარშანდელი 26-ე ადგილიდან 39-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ტოპ 50-ში ბრენდის ღირებულებით თერთმეტი ჩინური ავიაკომპანია მოხვდა. ტოპ 50-ში ამერიკული ავიაკომპანიების რაოდენობა არ შეცვლილა და რვა ადგილი შეინარჩუნეს.

Ethiopian Airlines-ის ბრენდი ყველაზე მნიშვნელოვნად 79%-ით (498 მილიონ დოლარამდე) გაძვირდა, იუწყება Brand Finance.

ავიაკომპანია 46-ე ადგილზეა, შარშან კი ტოპ 50-ში ვერ მოხვდა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები