დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ADB-ს ოპერაციებმა 2023 წელს $23.6 მილიარდი შეადგინა და კლიმატის რეკორდულ დაფინანსებას მიაღწია

ADB-ს ოპერაციებმა 2023 წელს $23.6 მილიარდი შეადგინა და კლიმატის რეკორდულ დაფინანსებას მიაღწია

2024-04-25 11:07:00

 აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 2023 წელს $23.6 მილიარდი აშშ დოლარი ($) გამოყო საკუთარი რესურსებიდან, მათ შორის $9.8 მილიარდი კლიმატის დასაფინანსებლად, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად.

აღნიშნული ციფრები მოყვანილია დღეს გამოქვეყნებულ ADB-ის 2023 წლის წლიურ ანგარიშში. ანგარიში აჯამებს ADB-ის მიერ წევრი განვითარებადი ქვეყნებისთვის გაწეულ დახმარებას სხვა გამოწვევებთან ერთად კლიმატის გაუარესებული კრიზისის, კონფლიქტების ზემოქმედების, სურსათით უზრუნველყოფის არასტაბილურობისა და სავალო ვალდებულებების წნეხის დასაძლევად.

“ADB-ის, როგორც აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის კლიმატის ბანკის მზრდი მუშაობის შედეგად მივიღეთ კლიმატის დაფინანსების ყველაზე მაღალი წლიური შედეგი,” განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ. “კლიმატის ადაპტაციისა და შერბილებისთვის განხორციელებული ჩვენი ინვესტიციები მიმართული იყო კლიმატგამძლე სოფლის მეურნეობის, განახლებადი ენერგიისა და მწვანე ტრანსპორტის განვითარებაზე.”

$23.6 მილიარდი მოიცავს მთავრობებისა და კერძო სექტორისთვის გაცემულ სესხებს, გრანტებს, სააქციო კაპიტალში შენატანს, გარანტიებს და ტექნიკურ დახმარებას. საკუთარი რესურსების გარდა, ADB-მ სხვა ორგანიზაციებთან ახლო პარტნიორობით თანადაფინანსების სახით $16.4 მილიარდი მოიზიდა.

ADB-მ დიდი ინვეტირება განახორციელა ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელ სხვა მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურის შექმნაში. მისი ჩართულობით გაძლიერდა რეგიონის ადამიანური რესურსების განვითარება განათლებისა და ჯანდაცვის სფეროების გაზრდილი დაფინანსებით.

გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრა გასულ წელსაც ბანკის მუშაობის ქვაკუთხედს წარმოადგენდა და 2023 წლის ოპერაციები თითქმის სრულად მიემართა დარჩენილი უთანასწორობის შესამცირებლად, მათ შორის იყო გენდერული დისბალანსის შემცირება კლიმატით გამოწვეული უარყოფი ზემოქმედებისას.

ანგარიშში ახსნილია ბანკის მიერ გატარებული რეფორმების არსი რეგიონის პროგრესის გასაძლიერებლად და მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. 2023 წელს მიღებული კაპიტალის მართვის მთავარი რეფორმები მომავალი ათი წლის განმავლობაში  შექმნის  $100 მილიარდამდე ახალი სასესხო შესაძლებლობას და გააძლიერებს ბანკის სასესხო ოპერაციებს. ADB-მ 2023 წელს ასევე დაიწყო ახალი საოპერაციო მოდელის დანერგვა - ტრანსფორმაცია, რომელიც გააუმჯობესებს კლიენტების მომსახურებას.  

“ჩვენმა ახალმა საოპერაციო მოდელმა ADB-ის საშუალება მისცა მოეხდინა მნიშვნელოვანი ცვლილებები უკეთესი, უფრო სწრაფი და საჭიროებებზე მორგებული დახმარების გასაწევად ჩვენი წევრი განვითარებადი ქვეყნებისთვის,” თქვა პრეზიდენტმა ასაკავამ.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

ADB

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

6 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები