დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„დიო“ Smart Studio-ს ბრენდით ჭკვიანი სახლების ტექნოლოგიების გაყიდვებს იწყებს

„დიო“ Smart Studio-ს ბრენდით ჭკვიანი სახლების ტექნოლოგიების გაყიდვებს იწყებს

2024-04-17 13:54:00

 

„დიო“ Smart Studio-ს ბრენდით ჭკვიანი სახლების ტექნოლოგიების გაყიდვებს იწყებს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „დიოს“ დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა თამაზ დაუშვილმა განუცხადა.

„ეს არის „დიოს“ ახალი პროექტი Smart Studio-ს ბრენდისთვის. ჩვენ წარმოვადგენთ ჭკვიანი სახლების ტექნოლოგიებს. აქ შედის „დიოს“ მიერ წარმოებული პროდუქტებიც და შესაძლებელი ხდება მომხმარებლისთვის ჭკვიანი სახლის მოსაწყობად სხვადასხვა პროდუქტების შეთავაზება. ეს არის განათება, კონდენსირება, გათბობა, უსაფრთხოება, სიგნალიზაცია და ა.შ.

ახლახან განახლებული შოუ რუმი გავხსენით თბილისში, საბურთალოზე სულხან ცინცაძის #79-ში და ვიწყებთ ამ ახალი მიმართულების განვითარებას. ეს პროდუქცია არის იმპორტირებული და ეს ტექნოლოგიები უზრუნველყოფს სახლის დაჭკვიანებას. ტექნოლოგიები განკუთვნილია სახლებისთვის, ოფისებისთვის, ასევე ყველა ტიპის შენობა-ნაგებობისთვის. ეს ტექნოლოგიები უზრუნველყოფს კომფორტს, შესაძლებელი ენერგიის დაზოგვა, რომელიც სახლის გათბობაზე იხარჯება და სხვადასხვა მოწყობილობებით ხდება ხარჯის ოპტიმიზაცია“, - ამბობს თამაზ დაუშვილი.

მისი თქმით, ჭკვიანი ტექნოლოგიების ცნობადობა საქართველოში გარკვეულ დონეზეა და მოთხოვნაც არსებობს.

„ჩვენი Smart Studio-ს პროექტი იმით განსხვავდება, რომ აქ ამ ტექნოლოგიასთან ერთად წარმოდგენილია ყველა ის პროდუქტი, რომელსაც „დიო“ ექსკლუზიურად, მხოლოდ ამ პროექტის ფარგლებში აწარმოებს. მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, ამ ტექნოლოგიასთან ერთად შეიძინოს და გამოიყენოს სხვადასხვა პროდუქტები. მათ შორის განათების კონტროლი, გათბობის პოზიციების და ა.შ“, - ამბობს თამაზ დაუშვილი. „

დიო“ Smart Studio-ს ბრენდით პროდუქციას შესთავაზებს კორპორაციულ სექტორს და ასევე გასაყიდად საცალო ბაზარზეც გამოიტანს.

„აქცენტი ძირითადად გადატანილი გვაქვს საცალო მომხმარებელზე. ჩვენი სურვილია, სულ უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს ინფორმაცია ჭკვიანი ტექნოლოგიების შესახებ, შეიძინოს და შეიქმნას დამატებითი კომფორტი. შეძლოს მობილური ტელეფონის გამოყენებით, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან თავისი ჭკვიანი სახლი მართოს და აკონტროლოს. პირველი შეკვეთები მივიღეთ, ვმუშაობთ. მოლოდინი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი მომხმარებელი გვეყოლება. რაც შეეხება ფასებს, ეს არის დამოკიდებული სახლის მოცულობაზე. უნდა მოხდეს თითოეული პროექტების შეფასება და შესაბამისად წარმოდგენილი ტექნოლოგიების ფასები განსხვავდება. Smart Studio-ს მიმართავს მომხმარებელი, მიაწვდი ინფორმაციას სახლში რამდენი ოთახია, რა პროდუქტების დამატება სურს ჭკვიანი სახლის მართვის სისტემაში. ხდება პროექტის შედგენა და შემდეგ ხდება განფასება“, - ამბობს თამაზ დაუშვილი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები