დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ძაღლების და კატების მიკვლევადობის ციფრული სისტემა შეიქმნება - მეპატრონეების მიმართ, რომლებიც ძაღლებს ქუჩაში გაყრიან, ძალიან მაღალი სანქციები იქნება - მაია ბითაძე

ძაღლების და კატების მიკვლევადობის ციფრული სისტემა შეიქმნება - მეპატრონეების მიმართ, რომლებიც ძაღლებს ქუჩაში გაყრიან, ძალიან მაღალი სანქციები იქნება - მაია ბითაძე

2024-02-12 23:38:00

ამ კანონპროექტის მთავარი სიახლე არის ის, რომ ძაღლების და კატების მიკვლევადობის ციფრული სისტემა შეიქმნება, რომელიც ეტაპობრივად შევა ძალაში და ცხოველებს თავისი ცხოვრების ციკლის განმავლობაში, სადაც უწევთ მოხვედრა, ყველგან იქნებიან მოკვლევადები, რადგან ამ პროგრამასთან წვდომა ექნება ყველა სუბიექტს, თავშესაფარს, სასტუმროს, ვეტერინარულ კლინიკას და ა.შ., - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 26 რიცხვიდან საკომიტეტო მოსმენები დაიწყება და აქტიური კომუნიკაცია ექნებათ ყველა დაინტერესებულ პირთან.

„ძალიან მაღალი სანქციები გვაქვს მეპატრონეებისადმი, რომლებიც გაყრიან ძაღლებს ქუჩაში. გამრავლების კონტროლი იქნება ძალიან მკაცრი, ყველას აღარ ექნება გამრავლების უფლება. ამისთვის დამატებითი რეგისტრაციის გავლა იქნება საჭირო. არის კიდევ ძალიან ბევრი სხვა რეგულაცია. მათ შორის ჩვენ გვქონდა ფინანსთა სამინისტროსთან კომუნიკაცია, თანხები უნდა გამოიყოს მუნიციპალიტეტებისთვის, როგორც თავშესაფრების მშენებლობისთვის, ასევე სტერილიზაცია-კასტრაციის პროცედურების განხორციელებისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ ძალიან სწრაფად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, სწრაფად უნდა დაიწყოს ცხოველების რეგისტრაცია“, - აღნიშნა ბითაძემ.

უახლესი

1 საათის წინ

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები